დღის კალენდარი


დღის კალენდარი _ 18 აპრილი
წლის 109-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 257 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა: აღათოპოდი დიაკონისა, თეოდულე წიგნისმკითხველისა და მათთანათა (დაახლ. 303); ღირსისა პუპლი ეგვიპტელისა (IV); ღირსთა: თეონასი, სვიმეონისა და ფორბინესი (IV); ღირსისა მარკოზ ათენელისა (დაახლ. 400); ღირსისა პლატონისა, სტუდიელი აღმსარებელისა (814); ღირსისა თეოდორა თესალონიკელისა (892); იობისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 1652 წ.).
დაიბადნენ:
1800 – იოსებ შარელმანი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1881 – მაქს ვებერი, დაიბადა ამერიკელი მხატვარი
1882 — ლეოპოლდ სტანისლავ სტოკოვსკი, ამერიკელი დირიჟორი და კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1977 წელს.
1901 — ელენე ახვლედიანი, გამოჩენილი მხატვარი. გარდაიცვალა 1975 წელს.
1932 — ვიტაუტას ლანდსბერგისი, ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი.
1940 — ვლადიმირ ვასილიევი, მოცეკვავე და ბალეტმეისტერი.
1940 — ჯოზეფ გოლდშტეინი, ამერიკელი მოლეკულური გენეტიკოსი.
1940 — გიორგი თოფაძე, შპს „ყაზბეგის” დამფუძნებელი, მეწარმე
1965 — ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი, პროფესორი.
1965 _ ლევან წულაძე, რეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1588 — პაოლო ვერონეზე, აღორძინების ხანის დიდი იტალიელი მხატვარი.
1955 — ალბერტ აინშტაინი, დიდი მეცნიერ-ფიზიკოსი, ფარდობითობის ცნობილი თეორიის ავტორი.
მოვლენები:
1770 წელი - აწყურთან ერეკლე მეორემ დაამარცხა თურქთა და ლეკთა გაერთიანებული ჯარი.
1803 წელი _ გიორგი XII-ის ქვრივმა დედოფალმა მარიამმა ხანჯლით მოკლა რუსი გენერალი ლაზარევი, რომელიც მას და სამეფო ოჯახს რუსეთში გადასახლებას უპირებდა.
1902 წელი - სოფ. ველისციხეში ფოსტა-ტელეგრაფის პირველი სალარო გაიხსნა.
1909 წელი - ვატიკანმა ჟანა დარკი წმინდანად შერაცხა.
1922 წელი - მოსკოვის ქუჩებში პირველი ავტობუსი გამოჩნდა.
1927 წელი - დაარსდა მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი.
1946 წელი — ჟენევაში დაიხურა ერთა ლიგის ბოლო სესია, რომელზეც მიიღეს ამ ორგანიზაციის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება.
1949 წელი — ირლანდიის რესპუბლიკა გამოეყო ბრიტანეთის თანამეგობრობას.
1980 წელი — ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1995 წელი _ გამოვიდა გაზეთ `კვირის პალიტრის~ პირველი ნომერი.
ღირსსახსოვარი დღეები:
ისტორიული ადგილების და ძეგლების საერთაშორისო დღე