უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

18 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი 18 დეკემბერი

წლის 353-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 14 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი საბა განწმენდილისა (532); მოწამე ანასტასისა; ღირსი კირიონ ბერისა და ზაქარიასი — მეგვიპტელთა (IV).

ღირსი საბა განწმენდილი დაიბადა VI საუკუნეში, კაპადოკიაში. მისი მშობლები ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. მამა — იოანე მხედართმთავრად მსახურობდა იმპერატორის ლაშქარში.

როცა საბა რვა წლისაც არ იყო, იგი მახლობლად მდებარე წმიდა ფლაბიანეს სახელობის მონასტერში მისცეს აღსაზრდელად, სადაც შეისწავლა საღმრთო წერილი.

17 წლისა იგი უკვე ბერად აღიკვეცა და იმდენად წარემატებოდა მარხვა-ლოცვაში, რომ საკვირველმოქმედების მადლის ღირსი გახდა.

ღირსმა საბა განმწმენდილმა რამდენიმე სავანე დააარსა. ის თავისი დიდი ღვაწლის შემდეგ 532 წელს მშვიდობით ჩაბარდა უფალს.

დაიბადნენ:

1856 — ჯონ ჯოზეფ ტომსონი, ინგლისელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1879 — პაულ კლეე, შვეიცარიელი ფერმწერი, აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1921 — იური ნიკულინი, რუსული კინოსა და ცირკის მსახიობი, გარდაიცვალა 1997 წელს.

1932 — გრიგოლ (გივი) თოიძე, მხატვარი, პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1947 — სტივენ სპილბერგი, ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი.

1963 _ ბრედ პიტი, ამერიკელი მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1803 _ იოჰან გოტფრიდ ჰერდერი, გერმანელი მწერალი.

1829 — ჟან ლამარკი, ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი.

1892 — რიჩარდ ოუენი, ინგლისელი ზოოლოგი.

1949 _ სემ ბენელი, იტალიელი დრამატურგი.

მოვლენები:

1798 _ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით პეტერბურგში სამედიცინო ქირურგიული აკადემია დაარსდა.

1800 _ პეტერბურგში იმპერატორ პავლე I-ის კარზე შემუშავდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთისთვის შეერთების შესახებ.

1865 _ აშშ-ს კონსტიტუციაში მეცამეტე ცვლილება შეიტანეს.

1912 _ ამერიკის კონგრესმა ქვეყანაში გაუნათლებელ პირთა იმიგრაცია აკრძალა.

1956 _ იაპონია გაეროს წევრი გახდა.

1965 _ ამერიკული კოსმოსური ხომალდი `ჯემინი-7” დედამიწაზე დაბრუნდა.

1969 _ დიდ ბრიტანეთში სიკვდილით დასჯა აიკრძალა.

ღირსსახსოვარი დღეები:

მიგრაციის საერთაშორისო დღე.

ნიგერია — რესპუბლიკის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`