უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

18 მაისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი 18 მაისი

წლის 129-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 227 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმოწამისა ირინესი (I-II); დღესასწაული ღვრთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“ (1878); მოწამისა საგდუსტ ქალწუსია.
წმიდა დიდმოწამე ირინე I საუკუნეში ცხოვრობდა და ნათლობამდე პენელოპას სახელს ატარებდა. იგი იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, რომელიც ქალაქ მიგდონიის განმგებელი იყო. ლიკინიუსმა თავის ერთადერთ ასულს მდიდრული სასახლე აუგო, სადაც იგი თავის აღმზრდელ კარიასთან ერთად და მრავალრიცხოვანი მხევლებისა და თანატოლების გარემოცვაში ცხოვრობდა. სასახლეში პენელოპასთან ყოველდღე მიდიოდა მისი დამრიგებელი მოძღვარი, სახელად აპელიანე. იგი ქრისტიანი იყო, ბევრს მოუთხრობდა განმგებელის ასულს ქრისტე-მაცხოვრის შესახებ და ქრისტიანული მოძღვრებისა და ქრისტიანული სათნოების სულისკვეთებით აღზრდიდა მას.
ცხოვრების იმ ხანაში უფალი სასწაულებრივად შეაგონებდა მას: მასთან სარკმელში მიფრინდებოდნენ ხოლმე მტრედი ზეთისხილის რტოთი, არწივი ყვავილთაგან წნული გვირგვინით და ყვავი გველით ნისკარტში. პენელოპას მოძღვარმა აპელიანემ ასე განუმარტა მას ამ სასწაულის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც განასახიერებს ქალწულის სათნოებათ — სიმდაბლეს, სიმშვიდესა და კეთილკრძალულებას, მოიტანა ზეთისხილის რტო _ მადლი ღვთისა, ნათლობით რომ მიიღება; არწივმა, ამ სიმბოლომ სულიერი ამაღლებულობისა, მოიტანა ძლევის გვირგვინი უხილავ მტერზე, როგორც მისაგებელი ნიჭი უფლისა, ყვავმა კი გველი მოიტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი აღიჭურვება მის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც მრავალ მწუხარებას, ურვასა და დევნულებას სწვევს მას. ამის შემდეგ პენელოპამ უარი განაცხადა გათხოვებაზე, ნათელ-იღო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქულ ტიმოთეს ხელიდან და ირინედ იწოდა.
წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის და ხსნის გზაზე მოაქცევდა მათ. სულ წმიდა ირინემ 10000-ზე მეტი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. თავისი მშობლიური ქალაქიდან, მიგდონიიდან, წმიდანი ქალაქ კალიპოლში გადავიდა და იქ განაგრძობდა ქრისტეს ქადაგებას. ქალაქის გამგებელმა — ბაბადონმა შეიპყრო იგი და ახალ სატანჯველთ სწია.
მაგრამ როცა საკუთარი თვალით იხილა შეუდრეკელობა წმიდა ქალწულისა და ის, რომ იგი ღვთის ძალით, უვნებლად გადაურჩება მათ, თვითონაც ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალი კალიპოლელი წარმართიც მოიქცა ჭეშმარიტ რწმენაზე და ყველამ მოციქულ ტიმოთესაგან მიიღეს წმიდა ნათელი. შემდგომად ამისა წმიდა ირინემ თრაკიის სხვა ქალაქებიც მოვლო — კონსტანტინი, მასემბრია და სხვები, სადაც განაგრძობდა ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას და მრავალ სასწაულთაც აღასრულებდა მისი სახელით: სნეულთ განკურნავდა და ეშმაკთ განასხამდა. იქაც მან მრავალი სატანჯველი გადაიტანა ქრისტესათვის. ქალაქ ეფესოში უფალმა გაუმხილა წმიდანს, რომ აღსასრულიც მოახლოებული იყო მისი. მაშინ წმიდა ირინე, თავისი მოხუცი მოძღვრის აპელიანეს თანხლებითა და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად ქალაქის გარეთ წავიდა, მთის გამოქვაბულში. იქ მან პირჯვარი გადაიწერა, შევიდა მღვიმეში და უბრძანა თავის მხლებელთ დიდი ქვით ამოევსოთ შესასვლელი, რაც მათ აღასრულეს კიდეც. როცა მეოთხე დღეს ქრისტიანები შევიდნენ გამოქვაბულში, ვერსად იხილეს წმიდანის სხეული. ასე აღესრულა წმიდა დიდმოწამე ირინე.

დაიბადნენ:

1048 — ომარ ჰაიამი, ტაჯიკი პოეტი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1131 წელს.

1814 — მიხაილ ბაკუნინი, რუსი რევოლუციონერ-ანარქისტი.

1868 — ნიკოლოზ II, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ლენინის ბრძანებით მის ოჯახთან ერთად დახვრიტეს. გარდაიცვალა 1918 წელს.

1872 — ბერტრან რასელი, ინგლისელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1970 წელს.

1920 — კაროლ ვოიტილა, რომის პაპი იოანე პავლე II, პოლონელი თეოლოგი, ფილოსოფოსი, პოეტი, დრამატურგი. გარდაიცვალა 2005 წელს.

1935 — ჯემალ ჭკუასელი, მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე, ანსამბლ `ერისიონის~ ხელმძღვანელი.

1938 _ გურამ ბათიაშვილი, მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1799 — პიერ ოგუსტენ კარონ დე ბომარშე, ფრანგი დრამატურგი.

1803 — იოჰან გოტფრიდ ფონ ჰერდერი, გერმანელი ფილოსოფოსი, კრიტიკოსი და პოეტი.

1909 — ისააკ მანუელ ფრანსისკო ალბენისი, ესპანელი კომპოზიტორი.

1911 — გუსტავ მალერი, ავსტრიელი კომპოზიტორი.

1981 — უილიამ საროიანი, ამერიკელი მწერალი.

მოვლენები:

1642 — დაარსდა მონრეალი.

1936 — დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი.

1951 — გაეროს შტაბ-ბინა ლონგ-აილენდიდან მანჰეტენზე გადავიდა.

1969 — გაუშვეს კოსმოსური ხომალდი „აპოლონ 10“ — ეს იყო ამერიკელების გენერალური რეპეტიცია მთვარეზე ადამიანის გადასვლამდე.

ღირსსახსოვარი დღეები:

მუზეუმის საერთაშორისო დღე.

აშშ – შეიარაღებული ძალების დღეს

თურქმენეთი – აღორძინებისა და ერთიანობის დღე.

ჰაიტი – დროშის დღე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!