უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 აპრილი, 2019 10:11
font-size

დღის კალენდარი - 19 აპრილი

წლის 110-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 256 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ევტიქი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (582); მეთოდი მორავიელ მთავარეპისკოპოსისა (885); ღირსისა პლატონიდა ასურისა (308); 120-თა სპარსელ მოწამეთა (344-347); მოწამეთა: იერემიასი და არქილე ხუცისა (III).

მღვდელმთავარი ევტიქი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი დაიბადა ფრიგიის მხარის ერთ სოფელში, რომელსაც სახელად `ღვთაებრივს” უწოდებდნენ. 12 წლის იყო, როდესაც სასწავლებლად მშობლებმა კონსტანტინეპოლში გაგზავნეს. მან დიდ წარმატებას მიაღწია და გადაწყვიტა ბერული ცხოვრებისთვის მიეძღვნა თავი. წმიდანი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა და ბერად აღიკვეცა, ხოლო 552 წელს საპატრიარქო ტახტზე აიყვანეს. იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით მხედრებმა წირვის დროს შეიპყრეს პატრიარქი და გადასახლებაში გაგზავნეს. მღვდელმთავარი სიმშვიდითა და მორჩილებით იტანდა განდევნას, გამუდმებულ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. ღმრთისგან იგი საკვირველმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. 12 წლის განდევნის შემდგომ, წმიდანი საპატრიარქო კათედრას დაუბრუნდა და კვლავაც ბრძნულად წარმართავდა თავისი სამწყსოს სულიერ ცხოვრებას.
წმიდანმა მშვიდობით მიაბარა სული უფალს 582 წელს.

120 წმიდა მოწამე სპარსეთის მეფე საპორის დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს ევნენ მოწამებრივად. ამ წმიდა მოწამეთა შორის იყო ცხრა ქალწულიც, რომლებიც ქრისტეს რწმენისთვის ევნენ.

წმიდა მოწამეებმა იერემიამ და არქილე ხუცესმა III საუკუნეში მიიღეს მოწამებრივი აღსასრული.

ღირსი დედა პლატონიდა თავდაპირველად, ქალდიაკვანი იყო, შემდეგ კი ნიზიბიის უდაბნოში წავიდა და იქ დედათა მონასტერი დააარსა. მისი სავანის წესდებულება დიდი სიმკაცრით გამოირჩეოდა. წმიდანი მშვიდობით ჩაბარდა უფალს ღრმად მოხუცებული, 308 წელს.

დაიბადნენ:

1487 _ მიხალ შტიფელი, გერმანელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1557 წელს.

1772 _ დევიდ რიკარდო, ინგლისელი ეკონომისტი. გარდაიცვალა 1823 წელს.

1801 _ გუსტავ თეოდორ ფეხჰერი, გერმანელი ფსიქოლოგი, ფიზიკოსი და ფსიქოლოგი. გარდაიცვალა 1887 წელს.

1858 _ ალექსანდრე შირვანზადე, სომეხი მწერალი. გარდაიცვალა 1935 წელს.

1894 _ ქეთევან მაღალაშვილი, ცნობილი მხატვარი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1920 _ იოსებ ნონეშვილი, პოეტი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1943 _ თამაზ ხუციშვილი, ცნობილი მხატვარი-პორტრეტისტი.

გარდაიცვალნენ:

1824 _ ჯორჯ ბაირონი, ინგლისელი პოეტი.

1882 _ ჩარლზ დარვინი, ინგლისელი ბიოლოგი.

1906 _ პიერ კიური, ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი.

1967 _ კონრად ადენაუერი, გერმანიის ფედერალური კანცლერი 1949-1963 წლებში.

მოვლენები:

1803 წელი – გიორგი XII-ის ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა, ხანჯლით მოკლა გენერალი ლაზარევი, რომელიც რუსეთში გადასახლებას უპირებდა.

1775 წელი _ ლექსინგტონში დაწყებული ბრძოლები ამერიკის რევოლუციის დასაწყისი გახდა.

1794 წელი _ თადეუშ კოსტიუშკომ რუსეთის ჯარები ვარშავიდან განდევნა.

1938 წელი _ ესპანელმა დიქტატორმა ფრანსისკო ფრანკომ ესპანეთში სამოქალაქო ომის დასასრული გამოაცხადა.

1951 წელი _ ლონდონში პირველად ჩატარდა კონკურსი `მის მსოფლიო”, სადაც პრიზი შვედ მონაწილეს ხვდა წილად.

1989 წელი _ დედამიწას 500. 000 მილის დაშორებით გიგანტურმა ასტეროიდმა ჩაუქროლა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ვენესუელა _ დამოუკიდებლობის დღე

ურუგვაი _ ექსპედიციის დღე