უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 იანვარი, 2021 10:46
font-size

დღის კალენდარი _ 19 იანვარი

წლის მე-19 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 346 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდი აიაზმა.

ღვთის განცხადება ამ დღესასწაულს იმიტომ ეწოდა, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ნათლისღების დროს ყოვლადწმიდა სამება მოევლინა ქვეყნიერებას. უძველესი დროიდანვე ეს დღესასწაული განათლების დღედ და ნათელთა ზეიმად იწოდებოდა, რამეთუ ღმერთი არის ნათელი და იმისთვის მოვიდა იგი, რომ განანათლოს ერი, იმისთვის, რომ თავისი დიდი მოწყალებით იხსნას დაცემული მოდგმა ადამიანისა.

უფლის ნათლისღების დღესასწაულით წმიდა ეკლესია განამტკიცებს ჩვენს რწმენას უზენაესი, გონებით მიუწვდომელი საიდუმლოსი ერთიანი ღმერთის სამპიროვნების შესახებ და გვასწავლის თანაბარი ღირსებით ვაღიარებდეთ და განვადიდებდეთ ერთარსება და განუყოფელ წმიდა სამებას.

დაიბადნენ:

1736 – ჯეიმს ვატი, შოტლანდიელი გამომგონებელი, ორთქლის ძრავის შემქმნელი. გარდაიცვალა 1819 წელს.

1747 – იოჰან ბოდე, გამოჩენილი გერმანელი ასტრონომი. გარდაიცვალა 1826 წელს.

1809 – ედგარ ალან პო, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1849 წელს.

1839 – პოლ სეზანი, ცნობილი ფრანგი მხატვარი. გარდაიცვალა 1906 წელს.

1848 – ჰერმან კრეჩმარი, გერმანელი მუსიკათმცოდნე, დირიჟორი. გარდაიცვალა 1924 წელს.

1865 – ვალენტინ სეროვი, რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1911 წელს.

1905 – არჩილ ჩხარტიშვილი, თეატრალური რეჟისორი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1910 – ნინო რამიშვილი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2000 წელს.

1912 – ლეონიდ კანტოროვიჩი, რუსეთელი მათემატიკოსი და ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1920 – ხავიერ პერეს დე კუელიარი, პერუელი დიპლომატი, გაეროს გენერალური მდივანი 1981-1991 წლებში.

1927 – მაგალი თოდუა, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, აკადემიკოსი.

1932 _ ალექსანდრე ჩიკვაიძე‚ დიპლომატი. გარდაიცვალა 2011 წელს.

გარდაიცვალნენ:

1576 – ჰანს საქსი, გერმანელი პოეტი და კომპოზიტორი.

1865 – პიერ ჟოზეფ პრუდონი, ფრანგი ჟურნალისტი და ანარქიზმის თეორეტიკოსი.

1971 – ნიკოლაი რუბცოვი, პოეტი.

1990 – ალდო გუჩი, ცნობილი იტალიელი მოდელიერი.

მოვლენები:

1784 წელი – ყველაზე დიდი საჰაერო ბუშტი, რომელიც ძმებმა მონგოლფიებმა ააგეს, შვიდი მგზავრით ჰაერში აფრინდა.

1825 წელი – მოსკოვში `დიდი თეატრი~ გაიხსნა.

1853 წელი – რომში ჯუზეპე ვერდის ოპერის „ტრუბადურის“ პრემიერა გაიმართა.

1966 წელი – ინდირა განდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.