უკან

დღის კალენდარი

19 ივნისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 19 ივნისი

წლის 170-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 195 დღე.

საეკლესიო კალენდარი

პეტრე-პავლობის მარხვა

ღირსისა ბესარიონ ეგვიპტელისა, სასწაულმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293); მოწამეთა: მამელხთასი და ზინაიდასი.

ღირსი მამა ბესარიონ საკვირველმოქმედი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იჩენდა დიდ ღვთისმოსაობას. მონაზვნური ცხოვრების უფრო ახლოს გაცნობის სურვილით აღვსილმა წმიდა ადგილებში იმოგზაურა. იყო იერუსალიმშიც. შინ დაბრუნებული ბერად აღიკვეცა.

ღმერთმა წმიდანს სასწაულმოქმედების ნიჭი უბოძა. წმიდანმა ღრმა სიბერეში მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

ღირსი მამა ილარიონ ახლის მშობლები ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ. 20 წლის ასაკში იგი ბერად აღიკვეცა ბიზანტიის მახლობლად ასიქიის სავანეში, საიდანაც იგი დალმატიის სავანეში გადავიდა. იქ იგი ღირსი მამა გრიგოლ დეკაპოლიტის მოწაფე გახდა.

ხატთმბრძოლ იმპერატორ თეოფილეს დროს ღირსი მამა ილარიონი დააპატიმრეს, მხეცურად სცემეს და კუნძულ აფისიაზე გადაასახლეს.

თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა ილარიონი დალმატიის მონასტერს დაუბრუნდა, იღუმენობა მიიღო და იქვე მშვიდად გარდაიცვალა 845 წელს.

წმიდა ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სუსანა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ წამოწყებულ ქრისტიანთა დევნის დროს ევნენ.

დაიბადნენ:

1623 _ ბლეზ პასკალი, ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1662 წელს.

1834 _ ედგარ დეგა, ფრანგი ფერმწერი — იმპრესიონისტი. გარდაიცვალა 1892 წელს.

1887 _ სირილ ჰინშელვუდი, ინგლისელი ფიზიკოს-ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1924 _ ვახტანგ გურგენიძე, ისტორიკოსი, მწერალი. Gგარდაიცვალა 1998 წელს.

1945 _ აუნგ სან სუი კუი, მიანმას (ბირმის) ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1806 _ კიტაგავა უტამარო, გამოჩენილი იაპონელი ფერმწერი და ფერადი გრავიურის ოსტატი.

1953 _ ცოლ-ქმარი ეტელ და იულიუს როზენბერგები სიკვდილით დასაჯეს შეერთებულ შტატებში ჯაშუშობისთვის საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ.

მოვლენები:

1862 _ აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა მონათმფლობელობა.

1947 _ ამერიკელმა მფრინავმა ალბერტ ბოიდმა თვითმფრინავით ფ-80 პირველმა შეძლო განეხორციელებინა 1000 კმ/სთ სიჩქარით ფრენა.

1965 _ ჩამოაგდეს ალჟირის პრეზიდენტი ბენ ბელა.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ _ მონათა გათავისუფლების დღე.

არგენტინა _ დროშის დღე.

ქუვეიტი _ დამოუკიდებლობის დღე.

ტრინიდადი და ტობაგო — შრომის დღე.

ალჟირი — რევოლუციის დღე

ტეხასის შტატი _ ემანსიპაციის დღე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს