უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 მაისი, 2017 10:03
font-size

დღის კალენდარი - 19 მაისი

წლის 139-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 226 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმ. მენემართლისა იობ მრავალვნებულისა (დაახ. 2000-1500 წწ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ბარბარისა, ბაკხუსისა, კალიმაქესი და დიონისესი (დაახ. 362); მოწამისა ბარბარ ავაზაკყოფილისა.

დაიბადნენ:

1593 _ იაკობ იორდანსი, ფლამანდიელი მხატვარი. გარდაიცვალა 1678 წელს.

1873 - იროდიონ ევდოშვილი, ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.

1939 _ კონსტანტინე ვარდელი, მუსიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1825 _ კლოდ ანრი დე სენ-სიმონი, ფრანგი, სოციალისტ-უტოპისტი.

1864 _ ნატანიელ ჰოტორნი, ამერიკელი მწერალი.

1912 _ ბოლესლავ პრუსი, პოლონელი მწერალი.

1935 _ ტომას ედვარდ ლოურენსი, ინგლისელი მწერალი, მეცნიერი-კლასიკოსი, არქეოლოგი.

მოვლენები:

1712 _ პეტრე I-მა დედაქალაქი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიტანა.

1802 _ ნაპოლეონის ინიციატივით დაწესდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო _ საპატიო ლეგიონის ორდენი.

1923 – სიკვდილით განაჩენი გამოუტანეს ანტიბოლშევიკური შეთქმულების მონაწილეებს, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, გენერალ კოტე აფხაზს.

1947 _ ამოქმედდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

1977 _ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შეთანხმება მშვიდობიანი მიზნით კოსმოსური სივრცის კვლევისა და გამოყენების შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

თურქეთი _ ახალგაზრდობისა და სპორტის დღე.
ფინეთი _ ხსოვნის დღე.
უკრაინა _ მეცნიერების დღე.
ვიეტნამი _ ხო ში მინის დღე.