უკან

დღის კალენდარი

19 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 19 ნოემბერი

წლის 324-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 42 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა პავლესი — კონსტანტინეპოლის პატრიარქისა და აღმსარებლისა (350); მოწამე ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ეფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III); ღირსი ლუკა ტავრომენიელისა (800-820).

წმიდა მღვდელმთავარი პავლე აღმსარებელი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს უმაღლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე, როცა ახალი ძალით იფეთქა არიანულმა მწვალებლობამ. არიოსის მწვალებლობას იყო დამონებული იმპერატორი კონსტანტიოსი, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა. პატრიარქის არჩევის დროს ის კონსტანტინოპოლში არ იყო და როცა დაბრუნდა, ახალი საეკლესიო კრება მოიწვია, რომელზეც პატრიარქი პავლე უკანონოდ გამოაცხადეს დამხობილად. პავლე რომიდან განდევნეს სომხეთში, სადაც მოწამებრივი აღსასრული მიიღო: როცა წმიდა პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა, ტაძარში არიანელები შეიჭრნენ და მისივე სამღვდელმთავრო ომფორით მოაშთვეს იგი.

ღირსი მამა ლუკა ტავრომენიელი წარმოშობით სიცილიის ქალაქ ტავრომენიიდან იყო. სიჭაბუკეში მან მიატოვა მშობლები და უდაბნოში წავიდა, სადაც მრავალი წელი გაატარა მარხვით და ლოცვით. იგი ეტნის მთაზე მოსაგრეობდა. სიცოცხლის ბოლოს ლუკამ სავანე დააარსა. იმისთვის, რომ სხვა მონასტრის წესდებულებებსა და ცხოვრებას გასცნობოდა, ღირსმა მამამ მრავალ ქალაქში იმოგზაურა. იგი ამ მოგზაურობის დროს გარდაიცვალა ქალაქ კორინთოში, IX ს-ის დასაწყისში.

დაიბადნენ:

1831 — ჯეიმს აბრაჰამ გარფილდი, აშშ-ს პრეზიდენტი, მოკლეს 1881 წელს.

1839 — ემილ შკოდა, გერმანელი ინჟინერი, ცნობილი ფირმის დამაარსებელი, გარდაიცვალა 1900 წელს.

1843 — რიჩარდ ავენარიუსი, შვეიცარიელი ფილოსოფოს-იდეალისტი, გარდაიცვალა 1859 წელს.

1910 — გიორგი შავგულიძე, თეატრისა და კინოს მსახიობი, გარდაიცვალა 1959 წელს.

გარდაიცვალნენ:

1665 — ნიკოლა პუსენი, ფრანგი მხატვარი.

1828 — ფრანც პეტერ შუბერტი, ავსტრიელი კომპოზიტორი.

1962 — გრიგოლ რობაქიძე, გამოჩენილი მწერალი.

მოვლენები

1620 წელი — ხომალდი „მეიფლაუერი“, რომელზეც ბრიტანელი პურიტანები იმყოფებოდნენ, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩავიდა.

1917 _ თბილისში გაიხსნა პირველი ეროვნული ყრილობა.

1949 წელი — მონაკოს ტახტზე ავიდა პრინცი რენიე III.

1950 წელი — გენერალი დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნეს.

1969 წელი — ამერიკული კოსმოსური ხომალდი „აპოლონ 12“, რომელსაც მართავდნენ კოსმონავტები ჩ. კონრადი, ა. ბინი და რ. გორდონი, მთვარეზე დაჯდა.

1978 წელი — „ეროვნული ტაძრის“ სექტის წევრების მასობრივ თვითმკვლელობას 911 ადამიანი შეეწირა.

ღირსსახსოვარი დღეები:

მონაკო – ეროვნული დღე.

პუერტო რიკო — აღმოჩენის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`