უკან

დღის კალენდარი

19 ოქტომბერი, 2017 08:55
font-size

დღის კალენდარი - 19 ოქტომბერი

წლის 292-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 73 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ყოვლადქმებული წმიდა მოციქულის თომასი.

წმიდა მოციქული თომა 12 წმიდა მოციქულთა _ მაცხოვრის უახლოეს მოწაფეთა რიცხვს განეკუთვნება.
საღმრთო წერილის მოწმობით‚ მან არ დაიჯერა თავისი მოძღვრის მკვდრეთით აღდგომა და ასე მიუგო თავის თანამოწაფეთ‚ რომლებმაც მას ეს სასიხარულო მოვლენა აუწყეს: `უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახეი იგი სამსჭუალთაი და დავხსნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გუერდსა მისსა‚ არასადა მრწმენეს~. მერვე დღეს თავისი მკვდრეთით აღდგომიდან უფალი კიდევ ერთხელ გამოეცხადა თავის მოწაფეებს‚ რომელთა შორის თომაც იყო და უთხრა მას: `მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი და მოიღო ხელი შენი და დამადევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო‚ არამედ გრწმენინ~. ამის შემდეგ‚ როგორც ამას მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს‚ `წმიდა მოციქული თომა‚ რომელიც ადრე სხვა მოციქულებზე სუსტი იყო რწმენაში‚ ღვთის მადლითა და წყალობით‚ ყველაზე მხნე‚ თავდადებული და დაუღალავი მოღვაწე შეიქნა ქრისტეს საქმისთვის. მან ქრისტეს ქადაგებით მთელი ქვეყანა მოვლო და თვით ველურ ხალხსაც კი უშიშრად უქადაგებდა ღვთის სიტყვას~.

საეკლესიო გადმოცემით წმიდა მოციქულმა თომამ პალესტინაში‚ მესოპოტამიაში‚ პართიაში‚ ეთიოპიასა და ინდოეთში დააფუძნა ქრისტიანული ეკლესიები. თავისი სამოციქულო მოღვაწეობა წმიდა თომამ მოწამებრივი აღსასრულით დააგვირგვინა. ინდოეთის ქალაქ მელიპურის განმგებლის მეუღლისა და ძის ქრისტეს სჯულზე მოქცევისთვის წმიდა მოციქული თომა საპყრობილეში ჩააგდეს; შემდეგ მან ბევრ ტანჯვა-წამებას გაუძლო და‚ ბოლოს‚ ხუთი შუბით განგმირულმა უფალს მიაბარა სული. მოციქული თომას წმიდა ნაწილთაგანნი არის ინდოეთში‚ უნგრეთში და ათონის წმიდა მთაზე.

დაიბადნენ:

1862 _ აუგუსტ ლუმიერი‚ კინოაპარატის გამომგონებელთაგან უფროსი ძმა‚ გარდაიცვალა 1954 წელს.

1870 _ ბორის ესაძე‚ სამხედრო პოლიტიკოსი‚ ისტორიკოსი‚ მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებული `საქართველოს მატიანე~‚ გარდაიცვალა 1914 წელს.

1886 _ სერგი კაკაბაძე‚ ისტორიკოსი და ფილოლოგი‚ გარდაიცვალა 1967 წელს.

1888 _ ვასილ კაკაბაძე‚ ქიმიკოსი‚ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი‚ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე‚ გარდაიცვალა 1968 წელს.

1896 _ ეფრემ (გრიგოლ) სიდამონიძე‚ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი‚ გარდაიცვალა 1972 წელს.

1899 _ მიგელ ანხელ ასტურიასი‚ გვატემალელი მწერალი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი‚ გარდაიცვალა 1974 წელს.

1899 _ კონსტანტინე კაციტაძე‚ ქართველი ეპიდემიოლოგი‚ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი‚ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე‚ გარდაიცვალა 1982 წელს.

1910 _ სუბრაჰმანიან ჩანდრასეკჰარი‚ ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი‚ გარდაიცვალა 1995 წელს.

1913 _ ჯონ ლე კარე‚ ინგლისელი მწერალი‚ მძაფრსიუჟეტიანი დეტექტიური რომანების ავტორი.

1916 _ ემილ გილელსი‚ პიანისტი‚ პიანისტთა ვენისა და ბრიუსელის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი‚ გარდაიცვალა 1985 წელს.

1927 _ გიგა ლორთქიფანიძე‚ რეჟისორი. გარდაიცვალა 2013 წელს.

1928 _ დავით მუსხელიშვილი‚ ისტორიკოსი‚ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გარდაიცვალნენ:

1745 _ ჯონათან სვიფტი‚ ინგლისელი მწერალი‚ პოლიტიკური მოღვაწე‚ დაიბადა 1667 წელს.

1826 _ ფრანსუა ჟოზეფ ტალმა‚ დიდი ფრანგი მსახიობი‚ დაიბადა 1763 წელს.

1909 _ ჩეზარე ლომბროზო‚ იტალიელი მეცნიერი‚ სასამართლო ფსიქიატრი და ანთროპოლოგი‚ ანთროპოლოგიური სკოლის ფუძემდებელი‚ დაიბადა 1835 წელს.

მოვლენები:

1722 წელი _ ფრანგმა ჰოფენმა დააპატენტა ცეცხმქრობი.

1872 წელი _ მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითნაბადი ოქროს ზოდი‚ რომელიც 215 კგ-ს იწონიდა‚ იპოვეს ახალ სამხრეთ უელსში (სამხრეთ აფრიკა).

1879 წელი _ ტომას ედისონმა შექმნა ელექტრონათურა.

1950 წელი _ გაეროს ძალები შევიდნენ ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში.

1958 წელი _ 19-22 ოქტომბერს ზეიმით აღინიშნა თბილისის დაარსების 1500 წლისთავი.

1981 წელი _ ნიკოლას ბლომბერგენს და არტურ ლეონარდ შავლოვს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ.

სურათზე: გიგა ლორთქიფანიძე‚ რეჟისორი.