უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

19 სექტემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 19 სექტემბერი

წლის 263-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 103 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება სასწაულისა ქმნილი მთავარანგელოზისა მიქაელისა მიერ კოლასეს (რომელ არს ხონა) შინა (IV); მოწამეთა: ევდოქსისი, ზენონისი და მაკარისი (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11-თა მოწამეთა (დაახლ. 250); ღირსისა დავითისა (VI).

მთავარანგელოზის მიქაელის მიერ კოლასეში ქმნილი სასწაული. ფრიგიის მხარეში, იმ ადგილას, რომელსაც ქეროიოპს უწოდებდნენ, ძველად აგებული იყო მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მის სიახლოვეს საკურნებელი წყარო გამოედინებოდა. ეს ტაძარი აღაშენა ქალაქ ლაოდიკიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მადლობის ნიშნად ღვთისა და მთავარანგელოზ მიქაელისა, რომლის მეოხებითაც ამ წყაროს წყლით მისი მუნჯი ქალიშვილი განიკურნა. ამ სასწაულის შემდეგ საკურნებელ წყაროსთან მრავლად დაიწყეს მისვლა სნეულმა ადამიანებმა. ტაძარი მრავალ განსაცდელს გადაურჩა.

წმიდა მოწამეები ევდოქი, ზენონი, მაკარი და მათი რაზმი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესათვის იმპერატორ მაქსიმიანე გალეროსის დროს.

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს განმგებლობის ჟამს ცხოვრობდა. წმიდანი განცხადებულად აღიარებდა თავს ქრისტიანად. იმპერატორმა უმოწყალოდ სტანჯა წმიდა მოწამე, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამეები: ფაბსტო ხუცი, აბიბო დიაკვანი და მათთან ერთად 11 მოწამე იმპერატორ დეკიოსის დროს აღესრულნენ მოწამებრივად ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მხნედ აღიარეს თავი ქრისტიანებად განმგებელ ვალერის წინაშე. ამისათვის მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მღვდელმოწამე კირილე, ბორტინელი ეპისკოპოსი იმპერატორების – დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნისას შეიპყრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მას თავი მოჰკვეთეს ქრისტეს რწმენისათვის.

ღირსი არქიპო იყო ძე ღვთისმოშიში ქრისტიანებისა ქალაქ იერაპოლიდან. სულ ათიოდე წლის ყრმა იყო იგი, როცა პირველად მივიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიაში ზეციური მხედართმთავრის თაყვანის საცემად და სამუდამოდ დარჩა იქ მნათეს მსახურების აღსასრულებლად. ამ ეკლესიაში 70 წლის წმიდანმა მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

ღირსმა დავითმა საკვირველმოქმედების მადლი მიიღო ღმერთისაგან. იგი მრავალ სნეულს კურნავდა და ბევრ ეშმაკეულთაგანაც განასხამდა ბოროტ სულებს. ამგვარად, მან მრავალი წელიწადი იცხოვრა და ბოლოს მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

დაიბადნენ:

1897 – იაკინთე ლისაშვილი (ხომერიკი), მწერალი. გარდაიცვალა 1972 წელს.

1928 – მიხეილ ხანანაშვილი, აკადემიკოსი, პროფესორი.

1959 – მარინა კახიანი, კინოსა და თეატრის მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1985 – ვიტალო კალვინო, იტალიელი მწერალი.

1995 – ორვინ ვედენბახერი, ამერიკელი მეცნიერი, აგრონომი.

მოვლენები:

1506 წელი – ლეონარდო და ვინჩიმ დაასრულა „ჯოკონდაზე“ მუშაობა.

1955 წელი – არგენტინის პრეზიდენტი ხუან პერონი აჯანყების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს.

1984 წელი – ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჰონკონგი ჩინეთს გადაეცა.

1985 წელი – მექსიკაში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაიღუპა 6 ათასი ადამიანი.

1989 წელი – საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავი „Dჩ-10“, რომელსაც 171 მგზავრი პარიზიდან გადაყავდა, ბომბის აფეთქების შედეგად ნიგერიაში ჩამოვარდა.

ღირსსახსოვარი დღე:

ჩილე – არმიის დღე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`