უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

2 აპრილი, 2020 10:55
font-size

დღის კალენდარი _ 2 აპრილი

წლის 93-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 273 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა და სხვათა, წმიდისა საბას ლავრაში მომწყდართა (796); მოწამისა ფოტინესი და ძეთა მისთა: ბიქტორისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი (დაახ. 66); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებელისა, აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 813-820).

დაიბადნენ:

742 — კარლოს დიდი, ფრანკთა მეფე, რომაელთა იმპერატორი (800 წლიდან). გარდაიცვალა 814 წელს.

1618 — ფრანჩესკო გრიმალდი, იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი. გარდაიცვალა 1663 წელს.

1805 — ჰანს ქრისტიან ანდერსენი, დანიელი მწერალი, დრამატურგი. გარდაიცვალა 1875 წელს.

1840 — ემილ ზოლა, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1902 წელს.

1895 — ტიციან ტაბიძე, პოეტი. სუკის დილეგში დაიღუპა 1937 წელს.

1933 — ზაურ ბოლქვაძე, პოეტი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1940 — გიორგი ქავთარაძე, მსახიობი, რეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1872 — სემუელ მორზე, ამერიკელი გამომგონებელი.

1966 — სესილ სკოტ ფორესტერი, ინგლისელი მწერალი, რომანტისტი.

1974 — ჟორჟ პომპიდუ, ფრანგი პოლიტიკოსი.

მოვლენები:

1751 წელი — ერეკლე II-მ ერევნის მახლობლად ყარაბულახთან სასტიკად დაამარცხა აზატ-ხანი.

1792 წელი — აშშ-ში გაიხსნა პირველი სავალუტო ბირჟა.

1810 წელი — ნაპოლეონ I-მა იქორწინა ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-ის ასულზე მარია ლუიზაზე.

1860 წელი — გაერთიანებული იტალიის პირველი პარლამენტი ტურინში შეიკრიბა.

1979 წელი — ისრაელის პრემიერ-მინისტრი მენაჰემ ბეგინი გახდა ისრაელის პირველი ლიდერი, რომელმაც ქაირო მოინახულა და ეგვიპტის პრეზიდენტს ანვარ სადათს შეხვდა.

1982 წელი — არგენტინის ჯარი ფოლკლენდის კუნძულებზე გადასხდა. არგენტინასა და ინგლისს შორის ომი დაიწყო.