უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

2 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 2 ივლისი

წლის 173-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 192 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოციქულისა იუდასი, ხორციელად ძმისა უფლისა (დაახლ. 80); წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრისა (II); ღირსთა მამათა პაისი დიდისა (V) და იოანე განდეგილისა (VI).
წმიდა მოციქული იუდა ქრისტეს ერთ-ერთი თორმეტ მოწაფეთაგანი, დავით და სოლომონ მეფეების ჩამომავალი, მართალი იოსების შვილი იყო, რომელიც მას პირველი ცოლისაგან ეყოლა. წმიდა მოციქული იუდა მოწამეობრივი სიკვდილით გარდაიცვალა დაახლოებით 80 წელს.

წმიდა მოწამე ზოსიმე ქალაქ აპოლონისში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელ ტრაიანეს მეფობისას. წმიდანი ოცნებობდა ქრისტიანობაზე. როდესაც მან ქრისტიანთა დევნის შესახებ შეიტყო, დაანება სამხედრო სამსახურს თავი, მოინათლა და მართალ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ანტიოქიის მმართველ დომიციანეს ამბავი მიუტანეს, რომ მხედარმა ზოსიმემ იმპერატორს უღალატა, სამხედრო წოდებაზე უარი თქვა და ქრისტიანთა რიგებში ჩადგა. სასამართლოზე ზოსიმემ ვაჟკაცურად აღიარა ქრისტიანობა და წარმართულ კერპებისადმი მსხვერპლშეწირვაზე უარი თქვა. იგი სასტიკად აწამეს.
დაიბადნენ:

1486 — იაკოპო სანსოვინი, გვიანდელი რენესანსის იტალიელი არქიტექტორი. გარდაიცვალა 1557 წელს.

1877 — ჰერმან ჰესე, გერმანელი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1879 — ჟიგმონდ მორიცი, უნგრელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1942 წელს.

1897 _ იპეი ფუკურო, ვეფხისტყაოსნის იაპონურად მთარგმნელი. Gგარდაიცვალა 1971 წელს.

1906 — ჰანს ალბერტ ბეტე, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1919 — ვახტანგ ფალიაშვილი, დირიჟორი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1980 წელს.

გარდაიცვალნენ:

1566 — მიშელ დე ნოტრდამი (ნოსტრადამუსი), ფრანგი ექიმი, ასტროლოგი და წინასწარმეტყველი.

1778 — ჟან ჟაკ რუსო, ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი, მწერალი, კომპოზიტორი.

1961 — ერნესტ ჰემინგუეი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1977 — ვლადიმირ ნაბოკოვი, ამერიკელი მწერალი.

მოვლენები:

1565 წელი — ასტრახანის სამეფო რუსეთს შეუერთდა.

1774 წელი — ფილადელფიაში მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისგან ამერიკის გამოყოფის შესახებ.

1900 წელი — პარიზში გაიხსნა მეორე ოლიმპიური თამაშები.

ღირსსახსოვარი დღეები:

ნორვეგია _ მეფის დღე

სპორტული ჟურნალისტის საერთაშორისო დღე

ზამბია — გმირების დღე

ბრაზილია _ სალვადორის შტატის დღე

კურასოა _ დროშის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე