უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 აგვისტო, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 20 აგვისტო

წლის 223-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 143 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მარიამობის მარხვა

ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. ღირსი მოწამე დომენტი სპარსისა და ორთა მოწაფეთა მისთა (353); მოწამეთა მარინ მხედრისა და ასტერი სვინკლიტიკოსისა (260); ღირსი: ორე მონაზონისა (დაახლ. 390), ღირსი მოწამე პოტამი საკვირველთმოქმედისა.

ღირსი მამა დომენტი წარმოშობით სპარსი იყო. ქრისტიანობის მიღების შემდეგ მესოპოტამიაში ბერად აღიკვეცა. მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. იულიანე განდგომილის ბრძანებით წმ. დომენტი მოწაფეებთან ერთად ჩაქოლეს.

წმ. მოწამე ასტერი წარმართი იმპერატორების – ვალერიანეს და მისი ვაჟის მეფობისას ცხოვრობდა. დევნის მიუხედავად, ის მტკიცედ იცავდა ქრისტეს რჯულს. წმ. ასტერი წმ. მოწამე მარინის წამებას დაესწრო. სიკვდილით დასჯა რომ დამთავრდა, ასტერმა სენატორის სამოსი გაიძრო, შიგ წმიდანის ცხედარი და თავი შეახვია და დაკრძალა. ამ საქციელის გამო 260 წელს მასაც თავი მოჰკვეთეს.

ღირსი მამა ორე ახალგაზრდობაშივე გავიდა თობაიდას უდაბნოში და მრავალი წელი სიმარტოვეში მოღვაწეობდა. სიბერეში მას ანგელოზი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღმერთი ადამიანის გადარჩენას უბრძანებდა. გარდაიცვალა 390 წელს, 90 წლისა. ღირსმა მამამ დაარსა რამდენიმე მონასტერი, რომელშიც 1000 ბერი მოღვაწეობდა.

ღირსმოწამე დედა პოტამი საკვირველმოქმედი მახვილით განგმირეს.

დაიბადნენ:

1827 – შარლ დე კოსტერი, ბელგიელი მწერალი.

1833 – ბენჯამენ ჰარისონი, აშშ-ს 23-ე პრეზიდენტი.

1884 _ გიორგი ბოჭორიძე, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1933 წელს.

1889 – დავით კაკაბაძე, მხატვარი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. გარდაიცვალა 1952 წელს.

1901 – სალვატორე კვაზიმოდო, გამოჩენილი იტალიელი პოეტი.

1941 – სლობოდან მილოშევიჩი, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი.

1944 – რაჯივ განდი, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

გარდაიცვალნენ:

1836 — სოლომონ დოდაშვილი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი.

1854 – ფრიდრიხ შელინგი, გერმანელი ფილოსოფოსი.

1940 – ლევ ტროცკი, რუსი პოლიტიკოსი.

მოვლენები:

1634 წელი — მოსკოვში პირველი ანბანი გამოიცა საეკლესიო სლავურ ენაზე.

1977 წელი — ამერიკული კოსმოსური ხომალდი „Vოყაგერ-I“ იუპიტერისა და სატურნის გამოსაკვლევად გაუშვეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

უნგრეთი – წმიდა იშტვანის დღე

სენეგალი – დამოუკიდებლობის დღე

ნეპალი – დედა-დედოფლის დღე

მაროკო – სახალხო რევოლუციის დღე

ტაივანი – სიყვარულის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`