უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 ივნისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 20 ივნისი

წლის 171-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 194 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მოწამეთა: ვალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა (284-305); მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა და მოწამეთა: კლავდისი, კვირინესი და ანტონინესი (304); მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემიასი, მეფის ასულისა (304-310); ღირსთა: ანთიმო ხუთისა და სტეფანესი.

წმიდა მოწამე თეოდოტე გალილეის ქალაქ ანკვირის მკვიდრი იყო. იგი განსაკუთრებული სიკეთითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. დიოკლეტიანეს მეფობისას წარმოებული ანტიქრისტიანული კამპანიის დროს იგი ყველაფრით ეხმარებოდა ქრისტიანებს და თავისი ბინაც კი დაუთმო მათ, რათა იქ საიდუმლო სამლოცველო მოეწყოთ. თეოდიტამ კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი თქვა, წარმართულ ღმერთმსახურებას სიყალბე უწოდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე, რის გამოც საშინლად აწამეს და მახვილით აჩეხეს.

წმინდა მარკელინი რომის პაპი იყო დიოკლეტიანესა და მაქსიმილიანეს ზეობის დროს. იმ ხანებში განსაკუთრებით გაძლიერდა ქრისტიანთა დევნა. ერთ თვეში 17.000 კაცი აწამეს. პაპი მარკელინიც შეიპყრეს, რომელსაც შეეშინდა არაადამიანური წამებისა და წარმართულ კერპებს გუნდრუკი აკმევა და ზვარაკიც შესწირა მათ. იმ დროს ქალაქ სინუესში (კამპანიაში) საეკლესიო კრება მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 180 ეპისკოპოსი და პრესვიტერი. პაპი მარკელინი ამ კრებაზე თავზე ნაცარდაყრილი მივიდა და კრებას სთხოვა დაესაჯა იგი განდგომისათვის. რომში დაბრუნებული მარკელინი იმპერატორთან მივიდა, მისი ნაჩუქარი ტანსაცმელი მიუყარა და განუცხადა, დიდად ვნანობ, რომ ქრისტეს განვუდექიო. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა ეწამებინათ იგი და ბოლოს სიკვდილიც მიუსაჯა.

მარკელინმა მხურვალედ ილოცა მონანიე ცოდვილთა შემწყნარებელი უფალი იესო ქრისტეს წინაშე და უდრტვინველად შეეგება ჯალათს. მასთან ერთად თავი მოჰკვეთეს წმიდა წამებულთ — კლავდიუსს, კირინესა და ანტონინეს.

დაიბადნენ:

1815 — ჟაკ ოფენბახი, ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1880 წელს.

1861 — ფრედერიკ ჰოულენდ ჰოპკინსი, ინგლისელი ბიოქიმიკოსი, აღმოაჩინა ვიტამინები. გარდაიცვალა 1947 წელს.

1894 _ შალვა აფხაიძე, მწერალი. Gგარდაიცვალა 1968 წელს.

1903 — ჯორჯ ორუელი, მწერალი, ცნობილი რომანის _ „1984“ ავტორი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1909 — ქსენია სიხარულიძე, ფოლკლორისტი, პროფესორი. გარდაიცვალა 1976 წელს.

1928 _ ჟან მარი ლე პენი, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი.

1928 — ჰამლეტ გონაშვილი, გამოჩენილი მომღერალი. გარდაიცვალა 1985 წელს.

გარდაიცვალნენ:

1911 — დავით სარაჯიშვილი, საქართველოში კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, მეცენატი.

1597 — ვილემ ბარენცი, ჰოლანდიელი მეზღვაური.

1966 — ჟორჟ ლემეტრი, ბელგიელი ასტრონომი.

მოვლენები:

1837 წელი — დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდა ვიქტორია I, ჰანოვერების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

1895 წელი — გაიხსნა კილის არხი, რომელიც ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს აერთიანებს. მისი სიგრძეა 98 კმ.

1937 წელი — რუსი მფრინავები ჩკალოვი, ბაიდუკოვი და ბელიაკოვი ჩრდილოეთ პოლუსზე გადაფრენით ჩაფრინდნენ აშშ-ში. მათ იფრინეს 63 საათი და 16 წუთი.

1974 წელი — თურქები ჩრდილოეთ კიპროსზე შეიჭრნენ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე.

არგენტინა — დროშის დღე

სენეგალი — დამოუკიდებლობის დღე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`