უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 მაისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი -20 მაისი

წლის 131-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 225 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცათა შინა იერუსალიმს (351); ღირსისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303).

დაიბადნენ:

1799 — ონორე ბალზაკი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1850 წელს.

1806 — ჯონ სტიუარტ მილი, ინგლისელი ფილოსოფოს-პოზიტივისტი. გარდაიცვალა 1873 წელს.

1897 _ გრიგოლ (გუგული) ბუხნიკაშვილი, თეატრმცოდნე და თეატრალური მოღვაწე. გარდაიცვალა 1979 წელს.

1901 — მაქს ეივე, ჰოლანდიელი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1915 — მოშე დაიანი, ისრაელის არმიის გენერალი, „ექვსდღიანი ომის“ (1967 წ. ) გმირი. გარდაიცვალა 1981 წელს.

გარდაიცვალნენ:

ძვ. წ. 424 — „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე, ძველი ბერძენი ისტორიკოსი. მისი „ისტორია“ სანდო წყაროს წარმოადგენს საქართველოს ძველი ისტორიისათვის.

1506 — ქრისტეფორე კოლუმბი, დიდი მოგზაური, ახალი კონტინენტის — ამერიკის აღმომჩენი.
მოვლენები:

325 — რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ნიკეაში მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც დაგმეს არიოსის მწვალებლობა. ამ კრებაზე განისაზღვრა აღდგომის დღესასწაულის თარიღი: გაზაფხულის პირველი სავსე მთვარეობის მომდევნო პირველი კვირა.

1874 — ლევი შტრაუსმა ბაზარზე გასაყიდად გამოუშვა თავისი ცნობილი ლურჯი ჯინსები, რომლის ღირებულებაც 13,5 დოლარი იყო.

1875 — პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონვენციას მეტრული სისტემის შემოღების შესახებ.

1900 — პარიზში დაიწყო II ოლიმპიური თამაშები.

1927 — ამერიკელი მფრინავი ჩარლზ ლინდბერგი „სპირიტ ოფ სენტ ლუისის“ თვითმფრინავით დილის 7.40 საათზე გაფრინდა ნიუ-იორკიდან და 33 საათში ჩაფრინდა პარიზში. ეს პირველი შეუჩერებელი გაფრენა იყო ატლანტიკის ოკეანეზე.

1927 — ბრიტანეთმა ცნო საუდის არაბეთის დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

კამერუნი _ უნიტარული სახელმწიფოს შექმნის დღე

კამბოჯა _ მსხვერპლთა დღე

კუბა _ დამოუკიდებლობის დღე

საუდის არაბეთი _ დამოუკიდებლობის დღე

ინდონეზია _ ეროვნული გამოღვიძების დღე