უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 20 ნოემბერი

წლის 324-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 41 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება 33 მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ევსიქისა, ნიკანდრისა, ათანასესი, მამანტისა, ბარაქიოსი, კალინიკესი, თეაგენისა, ნიკონისა, ლონგონოზისა, თეოდორესი, ვალერისა, ქსანთისა, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდოხისა, ოსტრიქისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუქიტისა, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკის, ანიკიტესი, თემელისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესა (III); ღირსი ლაზარე გალისიელისა (1053). მოწამე თეოდოტესი (303); მოწამე მელასიპისა და კასიანესი და ძისა მათისა ანტონინესი (363); მოწამე ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.

დაიბადნენ:

1480 _ ფერნანდო მაგელანი, ზღვაოსანი, მან პირველმა შემოუარა მსოფლიოს გარშემო, გარდაიცვალა 1521 წელს.

1858 _ სელმა ლაგერლეფი, შვედი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1940 წელს.

1869 _ მიხეილ ლელაშვილი, პოეტი, ჟურნალისტი, გარდაიცვალა 1915 წელს.

1876 _ მიხეილ ქორელი (ქორიძე), თეატრალური რეჟისორი, გარდაიცვალა 1949 წელს.

1880 _ მიხეილ ჯავახიშვილი (ადამაშვილი), მწერალი, რეპრესირებულ იქნა 1937 წელს.

1882 _ ირაკლი (კაკი) წერეთელი, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1891 _ გიორგი ფრონისპირელი (ყიფშიძე), ქართველი მსახიობი და რეჟისორი, გარდაიცვალა 1951 წელს.

1901 _ ლევან გოკიელი, გამოჩენილი მათემატიკოსი და ლოგიკოსი, გარდაიცვალა 1975 წელს.

1907 _ გიორგი ტყაბლაძე, მსახიობი და რეჟისორი, გარდაიცვალა 1980 წელს.

1914 _ ალეკო შენგელია, პოეტი, გარდაიცვალა 1975 წელს.

1924 _ ირაკლი ოჩიაური, საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1925 _ რობერტ კენედი, ამერიკელი სენატორი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმა, მოკლეს 1968 წელს.

1925 _ მაია პლისეცკაია, რუსეთის გამოჩენილი ბალერინა.

1927 _ ვახტანგ ბალავაძე, სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1972 _ ბადრი ჯანიაშვილი, სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.

გარდაიცვალნენ:

1826 _ მამია V გურიელი, გურიის უკანასკნელი მთავარი.

1877 _ გრიგოლ რჩეულიშვილი, მწერალი.

1894 _ ანტონ რუბინშტეინი, ებრაელი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი.

1910 _ ლევ ტოლსტოი, დიდი რუსი მწერალი, დაიბადა 1828 წელს.

1945 _ ფრანსის ვილიამ ასტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1947 _ ვოლფგანგ ბორხერტი, გერმანელი მწერალი.

1947 _ გეორგ კოლბე, გერმანელი მოქანდაკე.

1952 _ ბენედეტო კროჩე, იტალიელი ფილოსოფოსი, იდეალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.

1973 _ კარლ ფრიში, გერმანელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1976 _ ირაკლი ლორთქიფანიძე, მეცნიერი-მეტალურგი.

მოვლენები:

1789 წელი _ ნიუ ჯერსი პირველი შტატი გახდა, რომელშიც რატიფიცირებულ იქნა ადამიანის უფლებების ბილი (კანონი).

1805 წელი _ ვენაში გაიმართა ბეთჰოვენის ოპერის „ფიდელიოს“ პრემიერა.

1873 წელი _ ბუდაპეშტი უნგრეთის დედაქალაქი გახდა.

1920 წელი _ ამერიკის პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს ნობელის პრემია მიენიჭა.

1945 წელი _ ნიურნბერგში დაიწყო ნაცისტური გერმანიის სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესი.

1947 წელი _ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეზოლუცია მიიღო პალესტინის ტერიტორიაზე ორი ქვეყნის — ისრაელისა და პალესტინის ჩამოყალიბების შესახებ, ქალაქი იერუსალიმი საერთაშორისო ზონად გამოცხადდა.

1947 წელი _ ლონდონის ვესტმინსტერის ტაძარში პრინცესა ელიზაბეტი (მომავალი დედოფალი) ცოლად გაყვა ლორდ ფილიპ მაუნტბეტენს.

1963 წელი _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ყველანაირი ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ.

1969 წელი _ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თავისი მეათასე გოლი გაიტანა.

1975 წელი _ ესპანეთში გარდაიცვალა ყოფილი დიქტატორი გენერალი ფრანკო.

1984 წელი _ „მაკდონალდსში“ დაამზადეს 50-მემილიარდე ჰამბურგერი.

1997 წელი _ 60 წლის ელიზაბეტ ბაცს გაუჩნდა შვილი ჯოზეფი. მისი პირველი შვილი 41 წლის წინათ დაიბადა, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერვალი ორ შვილს შორის.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბავშვთა მსოფლიო დღე.

მექსიკა — რევოლუციის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`