უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 ოქტომბერი, 2019 09:34
font-size

დღის კალენდარი - 20 ოქტომბერი

წლის 294-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 72 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა მამისა ჩვენისა იოსებ ხუცისა, მოხევისა, საკვირველთმოქმედისა (1763). მოწამეთა სერგისა და ბაკხოსი (290-303); მოწამეთა იულიანე ხუცისა და კეს არიოს დიაკონისა (I); მოწამე პელაგია ტარსელისა (290); მოწამე პოლიქრონ ხუცისა (IV).

წმიდა მოწამენი სერგი და ბაკხო იმპერატორ მაქსიმიანემ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა თავის ლაშქარში, რადგან არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოროტისმყოფელმა ადამიანებმა ენა მიუტანეს იმპერატორს, რომ მისი ორი მხედართმთავარი თაყვანს არ სცემს წარმართულ ღმერთებს — ეს მაშინ სახელმწიფო დანაშაულად ითვლებოდა რომის იმპერიაში. იმპერატორმა მიიხმო თავისთან სერგი და ბაკხო და უბრძანა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დიდი წამების შემდეგ მათ თავები მოკვეთეს.

წმიდა მოწამე პოლიქრონ ხუცი მიწისმოქმედის ძე იყო. სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით გაიზარდა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, პოლიქრონი კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც ტაძარი ააგო, მალე ის ხუცესად აკურთხეს. იგი მწვალებელთა ხელით მოიკლა თავისივე ეკლესიის საკურთხეველში.

წმიდა მოწამენი იულიანე ხუცი და კესარიოს დიაკვანი I საუკუნეში ევნენ ქრისტესთვის. მოწამე კესარიოსის წმიდა ნაწილები რომშია დაცული.

დაიბადნენ:

1632 – კრისტოფერ რენი, ინგლისელი არქიტექტორი, მათემატიკოსი და ასტრონომი, გარდაიცვალა 1723 წელს.

1750 _ ალექსანდრე ამილახვარი, პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1802 წელს.

1854 – არტურ ჟან ნიკოლა რემბო, ფრანგი პოეტი. გარდაიცვალა 1891 წელს.

1780 – პოლინა ბონაპარტი, ნაპოლეონ ბონაპარტის და. გარდაიცვალა 1825 წელს.

1851 – ნიკოლოზ ხიზანიშვილი, მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1906 წელს.

1898 – ალექსანდრე ქუთათელი, მწერალი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1905 – ფრედერიკ დანი, ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1982 წელს.

1927 – ნაზი კილასონია, პოეტი, გარდაიცვალა 1994 წელს.

1964 – ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი, პარლამენტარი.

მოვლენები:

1517 წელი — ფერნანდ მაგელანი სევილიაში ჩავიდა;

1820 წელი — კანადასა და აშშ-ს შორის 49-ე პარალელზე საზღვარი დადგინდა;

1820 წელი — ესპანეთმა აშშ-ს 5 მილიონ დოლარად ფლორიდის ნაწილი მიჰყიდა;

1864 წელი — აშშ-ში ოფიციალურად დამტკიცდა მადლიერების დღესასწაული;

1944 წელი — გვატემალას რევოლუცია;

1945 წელი — დაარსდა არაბული სახელმწიფოების ლიგა;

1968 წელი — ჟაკლინ კენედი ცოლად გაჰყვა არისტოტელე ონასისს;

1971 წელი — დასავლეთ გერმანიის კანცლერმა ბილი ბრანდტმა სიდნეის ოპერის შენობა გახსნა.