უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

20 სექტემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 20 სექტემბერი

წლის 264-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 102 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინადღესასწაული ღვთისმშობლის შობისა

ხსენება მოწამე სოზონტისა (დაახლ. 304); მოწამე ევოდესი და ონისიფორესი, სამეოცდაათთაგანისა (I); მოწამე ევფსიქისა (II); ღირსი ლუკასი (X).

ტომით ლიკონიელი მოწამე სოზონტი მწყემსი იყო. ის ყურადღებით კითხულობდა საღმრთო წერილს და მერე ცოდნას სხვა მწყემსებს უზიარებდა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა, რომ მოწამებრივი სიკვდილი ელოდა. მართლაც, მან კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში კერპები დაამსხვრია, რისთვისაც იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით სასტიკად აწამეს.

70-თაგან წმ. მოციქული ევოდე — პირველი ეპისკოპოსი იყო სირიის ქალაქ ანტიოქიისა წმ. მოციქულ პეტრეს შემდეგ. მას 66 წელს მოწამებრივი აღსასრული ერგო.

70-თაგან წმ. მოციქული ონისიფორე ეპისკოპოსი იყო ჯერ ქალაქ კოლოფონისა, შემდეგ კი — კორინთოსი.

წმ. მოწამე ევფსიქი დაიბადა კაპადოკიის ქალაქ კესარიაში. იგი ქრისტეს აღმსარებლობისთვის ორჯერ აწამეს, ბოლოს კი იმპერატორ ადრიანეს დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა მესამე იღუმენი იყო მაცხოვრის იმ სავანისა, რომელსაც „ღრმა მდინარეებს“ უწოდებდნენ და რომელიც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარეობდა.

დაიბადნენ:

ქრისტეს შობამდე 356 – ალექსანდრე მაკედონელი, დიდი მხედართმთავარი, მაკედონელთა იმპერიის შემქმნელი. გარდაიცვალა 323 წელს.

1870 _ პაულ პეეტერსი, ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1884 _ სპირიდონ კედია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ლიდერი (1917 წლიდან). გარდაიცვალა 1948 წელს.

1902 _ ვასილ მჟავანაძე, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1953-1972). გარდაიცვალა 1988 წელს.

1921 – გივი სვანიძე, ჰიდროლოგი და ჰიდროტექნიკოსი.

1930 – ჯუმბერ ლომინაძე, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1934 – სოფი ლორენი, იტალიელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1863 — იაკობ გრიმი, გერმანელი ფილოლოგი, ცნობილი მეზღაპრე ძმათაგან უფროსი.

1897 — კარელ ბენდლი, ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი.

1908 — პაბლო სარასატე, ესპანელი მევიოლინე და კომპოზიტორი.

1957 — იან სიბელიუსი, ფინელი კომპოზიტორი.

1971 — გეორგოს სეფერისი, ბერძენი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1975 — სენ-ჟონ პერსი, ფრანგი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1519 _ მაგელანმა დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.

1792 _ გაიმართა ვალმის ბრძოლა. ფრანგთა არმიამ დაამარცხა პრუსიის ლაშქარი.

1862 _ სანკტ-პეტერბურგში კონსერვატორია გაიხსნა.

1881 _ არტურ ჩესტერი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.

1870 _ დამთავრდა იტალიის გაერთიანება და რომი სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა.

1945 _ ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა, რომელსაც მაჰათმა განდი და ჯავაჰარლალ ნერუ ხელმძღვანელობდნენ, მოუწოდა ინგლისელებს, დაეტოვებინათ ინდოეთი.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`