უკან

დღის კალენდარი

20 თებერვალი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 20 თებერვალი

წლის 51-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 314 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კეთილმსახურისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა; ღირსისა პართენიოსისა, ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (დაახ. 946); 1003 ნიკომიდიელ მოწამეთა (303).

დაიბადნენ:

1694 – ვოლტერი, ცნობილი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი.

1791 – კარლ ჩერნი, ავსტრიელი მწერალი, პედაგოგი და კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1857
წელს.

1808 – ონორე დომიე, ფრანგი გრაფიკოსი, ფერმწერი და მოქანდაკე. გარდაიცვალა 1879 წელს.

1924 – სიდნი პუატიე, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი.

1925 – რობერტ ოლტმენი, ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი.

1966 – სინდი კროუფორდი, ამერიკელი სუპერმოდელი და მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1437 – ჯეიმს I, შოტლანდიის მეფე.

1960 – პერსი გრეინჯერი, ამერიკელი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1816 წელი – რომში ჯოაკინო როსინის ოპერის „სევილიელი დალაქის“ პრემიერა გაიმართა.

1819 წელი – დაარსდა პეტერბურგის უნივერსიტეტი.

1827 წელი – ნიუ-იორკში „მეტროპოლიტენის“ მუზეუმი გაიხსნა.

1877 წელი – გაიმართა ჩაიკოვსკის ბალეტის „გედების ტბის“ პრემიერა.

1988 წელი – დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ღირსსახსოვარი დღეები:

ილია ჭავჭავაძის მეთაურობით დაარსდა ჟურნ. ~საქართველოს მოამბე~

პერუ – ვერანო ნეგრუ