უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


დღის კალენდარი

21 აპრილი, 2017 09:30
font-size

დღის კალენდარი - 21 აპრილი

წლის 111-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 254 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ბრწყინვალე შვიდეული. პარასკევი.

„წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული*.

მოციქულთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფესი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138); მღვდელმთავრისა კელესტინე რომის პაპისა (432).

დაიბადნენ:

1729 — ეკატერინე II, რუსეთის იმპერატორი 1762 წლიდან. გარდაიცვალა 1796 წელს.

1824 — რაფიელ ერისთავი, მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1901 წელს.

1843 — ვალტერ ფლემინგი, გერმანელი ანატომი, ციტოგენეტიკის დამფუძნებელი. მან პირველმა აღწერა ქრომოსომების მოქმედება უჯრედის გულის გაყოფისას.

1916 — ენტონი ქვინი, ამერიკელი კინომსახიობი.

1922 — სტანისლავ როსტოცკი, საბჭოთა კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი, ცნობილია ფილმებით: „ორშაბათიც გათენდება“, „განთიადი კი, აქ მშვიდია“, „შავყურა თეთრი ბიმი“ და სხვ.

1958 — ენდი მაკდაუელი, კინომსახიობი, ყოფილი ტოპმოდელი.

გარდაიცვალნენ:

1142 – პიერ აბელიარი, ფრანგი ფილოსოფოსი, თეოლოგი, პოეტი.

1509 – ჰენრი VII, ინგლისის მეფე.

1699 – ჟან-ბატისტ რასინი, ფრანგი დრამატურგი, პოეტი, კლასიციზმის წარმომადგენელი.

1714 – თავადი ვასილ გოლიცინი, პეტრე I დის, სოფიო ალექსის ასულის ფავორიტი.

1910 – მარკ ტვენი (სამუელ ლენჰორან კლემენსი), ამერიკელი მწერალი. ავტორი გახმაურებული რომანებისა „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“.

მოვლენები:

753 ჩვ.წ.აღ-მდე – მეფე რომულუსმა დაარსა რომი.

1886 წელი – დაიწყო სურამის გვირაბის გათხრა (სიგრძე 3.988 მ) ინგლისელი ინჟინრის გაბის მიერ.

1894 წელი – ნიკოლოზ II დაინიშნა ალექსანდრა ფიოდოროვნაზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა.

1908 წელი – ჯეიმს კუკის ექსპედიციამ მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.

1945 წელი – 47-ე არმიის მე-3 შემტევი არმიის, მე-9 სატანკო გვარდიის და პირველი მექანიზებული კორპუსის მე-2 სატანკო გვარდიის ჯარები ბერლინის ჩრდილო გარეუბანში შეიჭრნენ.

1946 წელი – ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ აღდგა ღვთისმსახურება სერგიევის სამების ლავრაში.

1954 წელი – სსრკ იუნესკოში გაწევრიანდა.

2000 წელი – მიანმის სანაპირო საოკეანო წყლებში მყვინთავებმა იპოვნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტი — 845 კარატი (დაახლოებით 169 გრ). მანამდე ყველაზე დიდ მარგალიტად ითვლებოდა „ჰოუპის მარგალიტი“ (დაახლოებით 450 კარატი), რომლის სახელწოდებაც მფლობელის — ჰენრი ფილიპ ჰოუპის პატივსაცემად ეწოდა. იგი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იპოვნეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

მეცნიერების დღე

უკრაინა _ გარემოს დაცვის დღე

ბრაზილია _ ტირადენტესის დღე

პაკისტანი _ ერის სულიერი მამის, პოეტ იკბალის ხსენების დღე

სურათზე: რაფიელ ერისთავის ძეგლი ზუგდიდში.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე