უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 იანვარი, 2018 08:49
font-size

დღის კალენდარი - 21 იანვარი

წლის მე-21 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 344 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამისა აბო თბილელისა — თბილისში წამებულისა (786წ.); ღირსთა: გიორგი ქოზიბელისა (VII), დომნიკა კონსტანტინეპოლელისა (დაახლ.474) და ემელიანე აღმსარებელისა (IX), გრიგოლ საკვირველმოქმედისა და ილია მეუდაბნოისა; მოწამეთა: ივლიანესი, ვასილისასი, კელსისა, ანტონისა, ანასტასი ხუცისა, მარიონილასი, კარტერისა, თეოფილე დიაკონისა და ელადისა; ღირსისა გრიგორი კიევ-პეჩორელიასა (1093); მღვდელმოწამე ისიდორე ხუცისა და მისთანა 72-თა მოწამეთა (1472); ღირსისა აგათონისა (V); ატიკე კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (V); კვიროს კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (VIII); გრიგოლ მიზიის ეპისკოპოსისა (1012)

წმინდა მოწამე აბო თბილელი წარმოშობით არაბი იყო და მე-8 საუკუნეში ცხოვრობდა არაბთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადში. იმ ხანებში ბაღდადში ქართლის ერისმთავარი ნერსე იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნების წინ მან მსახურად ჭაბუკი აბო აიყვანა, რომელიც იმ დროს 17-18 წლის იყო. ქართლში ჩამოსული აბო ნერსესთან ცხოვრობდა სასახლეში, სადაც მან ქართული წერა-კითხვა ისწავლა და თავისი სათნოებით მთელი ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. იგი საღმრთო წიგნების შესწავლას შეუდგა, წმინდა ეკლესიაში დადიოდა, სადაც ყოველთვის ისმენდა სახარებასა და მოციქულთა საქმის კითხვას.

წმინდა აბოს განცხადებულად არ უღიარებია თავი ქრისტიანად, არამედ ფარულად ლოცულობდა ქრისტეს მიმართ, ეძიებდა შესაფერის ადგილსა და შემთხვევას, რათა სარკინოზთაგან ფარულად მიეღო წმინდა ნათელი, რადგან იმ ხანებში თბილისში არაბი ამირა იჯდა და მრავლად იყვნენ მაჰმადიანები. იმ ხანებში ნერსე ერისთავს ცილი შესწამეს ხალიფას წინაშე და გადაწყვიტა თავისი ამალითურთ დაეტოვებინა სამშობლო და ხაზარებს შეაფარა თავი.

მალე ნერსე ერისთავი ქართლში დაბრუნდა. თბილისში ჩამოსულმა აბომ განცხადებულად აღიარა თავი ქრისტიანად და ამით სარკინოზთა რისხვა გამოიწვია. ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის აღიარებისათვის იგი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ მალე ქართლის ახალი ერისთავის, სტეფანოზის მცდელობით აბო გაათავისუფლეს. ამასობაში თბილისში ამირა შეიცვალა და მაჰმადიანებმა კვლავ შეასმინეს მასთან თავიანთი სჯულის უარმყოფელი აბო. იგი ხელმეორედ შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმინდანი მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა დროს. ტყვეობის მეცხრე დღეს ანგელოზი ღვთისა გამოეცხადა აბოს და მისი მოახლოებული, მოწამებრივი აღსასრულის შესახებ აუწყა.

ღვთის განცხადების დღესასწაულის მესამე ჟამს აბო უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარა, რის შემდეგაც იგი კვლავ ამირას მიჰგვარეს, რომელმაც ხელახლა სცადა შეგონებებითა და მუქარით დაერწმუნებინა ჭაბუკი ქრისტესაგან განდგომაზე, მაგრამ იგი მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ რწმენაზე და თვით ამირასაც მოუწოდებდა ქრისტე ერწმუნა ჭეშმარიტ ღმერთად. მაშინ კი ბრძანა განრისხებულმა ამირამ თავი მოეკვეთა აბოსათვის. მსახურებმა დასჯის ადგილზე, მტკვრის ნაპირთან, მიიყვანეს წმიდა აბო და 786 წლის 21 იანვარს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა აბოს სხეული დაწვეს, ძვლები ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში ჩაყარეს.

წამების დღეს, იმ ადგილს, სადაც დაწვეს სულმნათი მოწამის ცხედარი, მოკაშკაშე ვარსკვლავი დაადგა თავს, მეორე დღეს კი მტკვრიდან აბოს ძვლებმა განსაკვირველი ნათელი გამოსცა, შემდეგ ხიდქვეშ ელვისებური სვეტი ამობრწყინდა და გაანათა მდინარის კბოდე.

ქართულმა ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა. ამ დიდებული მოწამის სახსოვრად დღეს თბილისს მხოლოდღა მცირე საჯვარე მოეპოვება. ამჟამად მეტეხის ციხის დაბლა, კლდესთან ეკლესია შენდება.

დაიბადნენ:

1854 – კარლ იულიუს ბელოხი, გერმანელი ისტორიკოსი, ანტიკური ისტორიის სპეციალისტი. გარდაიცვალა 1929 წელს.

1855 – ჯონ ბრაუნინგი, ამერიკელი გამომგონებელი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1862 – ვალერიან გუნია, მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1938 წელს.

1869 – თედო რაზიკაშვილი, მწერალი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1922 წელს.

1871 – მოსე თოიძე, ფერმწერი, გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1953 წელს.

1887 – ვოლფგანგ კელერი, გერმანელი ფსიქოლოგი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1892 _ ბორის კუფტინი, არქეოლოგი. გარდაიცვალა 1953 წ.

1911 – ვახტანგ მახალდიანი, მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1912 – კონრად ემილ ბლოხი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1925 – ბენი ჰილი, ინგლისელი კომიკოსი. გარდაიცვალა 1992 წელს.

1941 _ პლასიდო დომინგო, ესპანელი ლირიკული ტენორი.

1947 _ ვახტანგ ხმალაძე‚ პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი.

გარდაიცვალნენ:

1793 – ლუი XVI, საფრანგეთის მეფე 1774-1792 წლებში.

1814 – ბერნარდენ დე სენ-პიერი, ფრანგი მწერალი.

1892 – ჯონ კაუჩ ადამსი, ინგლისელი ასტრონომი, ლონდონის ასტრონომიის საზოგადოების პრეზიდენტი.

1921 _ ლენინი (ვლადიმირ ულიანოვი), რუსი რევოლუციონერი, სსრკ-ს დამაარსებელი.

1926 – კამილო გოლჯი, იტალიელი ჰისტოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1933 – ჯორჯ მური, ინგლისელი მწერალი.

1938 – ჟორჟ მელიესი, ფრანგი კინორეჟისორი.

1959 – სესილ ბლაუნტ დე მილი, ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი.

მოვლენები:

1654 – პერეიასლავის რადაზე დადგინდა, რომ უკრაინა უერთდება რუსეთს.

1793 – საფრანგეთის მეფე ლუი XVI რევოლუციის მოედანზე თავი მოკვეთეს.

1846 – გამოვიდა დოსტოევსკის პირველი ნაწარმოები „საბრალონი“.

1925 – იაპონიამ ცნო საბჭოთა კავშირი. იაპონიის ჯარებმა დატოვეს შორეული აღმოსავლეთის საზღვრები.

1930 – დაიწყო ლონდონის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია.

1951 – ვულკან ლამინგტონის (ახალი გვინეა) ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 2 942 ადამიანი.

1954 – აშშ-მ გაუშვა ატომურრეაქტორიანი პირველი წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.

1968 – აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი „B-52“, რომლის ბორტზეც ატომური იარაღი იყო, გრენლანდიის სანაპიროზე ჩამოვარდა.

1974 – ზებგერითმა „კონკორდმა“ ერთდროულად განახორციელა კომერციული გაფრენა პარიზიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით და ლონდონიდან ბახრეინის მიმართულებით.