უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 ივლისი, 2018 10:23
font-size

დღის კალენდარი _ 21 ივლისი

წლის 192-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 173 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდა მოწამე მირდატ მეფისა (410); წმ. დიდმოწამე პროკოფისა (303); გამოცხადება ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა (1579).

წმიდა დიდმოწამე პროკოფი — ნეანიყოფილი, ტომით იერუსალიმელი, ცხოვრობდა და ევნო დიოკლეტიანეს იმპერატორობისას. მამამისი, რომაელი დიდებული ქრისტეფორე ქრისტიანი იყო, ხოლო დედა, ფეოდოსია — წარმართი. მამა ადრე მოუკვდა და მას დედა ზრდიდა. მან მშვენიერი განათლებაც მიიღო და როდესაც დიოკლეტიანეს მისი ზეობის პირველ წელს წარუდგინეს, იმპერატორმა დაიახლოვა იგი და მანაც სულ მალე საერო კარიერა გაიკეთა.

305 წელს, როდესაც დიკოლეტიანემ ქრისტიანების დევნა იწყო. ნეანი ალექსანდრიის პროკონსულად განამწესეს და უბრძანეს ცეცხლითა და მახვილით მოესრა ეკლესია უფლისა. ნეანის, რომელიც ქალაქ ამპეის უახლოვდებოდა, ისევე როგორც ოდესღაც დამასკოში მიმავალ სავლეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა. გამოცხადების შემდეგ ნეანიმ არაჩვეულებრივი სულიერი სიხარული და შვება იგრძნო და ქრისტეს დაუძინებელი მტრისაგან მის თავდადებულ მიმდევრად გადაიქცა. მას შემდგომ ნეანიმ შეიყვარა ქრისტიანები და ძლევამოსილად იბრძოდა წარმართთა წინააღმდეგ. ნეანი იუდეის პროკურატორ იუსტუსთან გამოიძახეს, სადაც მას დიკოლეტიანეს წერილი გადასცეს. ღვთის მგმობი წერილის წაკითხვის შემდგომ წმიდანმა ყველას თვალწინ დახია იგი. ნეანი შეიპყრეს და პალესტინის კესარიაში გაგზავნეს. იქ, სადაც ოდესღაც მოციქული პავლე იტანჯებოდა. საშინელი წამების შემდგომ წმიდანი ნესტიან დილეგში ჩააგდეს.

წმიდა პროკოფი არაერთხელ წარსდგა სამსჯავროს წინაშე. მას საშინლად აწამებდნენ და ქრისტიანობის უარყოფას ითხოვდნენ და როდესაც უარს იღებდნენ, კვლავ სტანჯავდნენ. ამ ტანჯვის შემყურე ბევრ წარმართს მიეცხო ღმრთის მადლი, თვალი აეხილა. ბოლოს ახალმა პროკურატორმა ფლავიანემ, რომელიც წამების უაზრობაში დარწმუნდა, წმიდა დიდმოწამე პროკოფის თავის მოკვეთა მიუსაჯა. ღამე ქრისტიანებმა დიდმოწამის ცხედარი დიდის პატივით მიაბარეს მიწას.

დაიბადნენ:

356 (ქ. წ.) _ ალექსანდრე მაკედონელი, მაკედონიის მეფე (ქ. წ. 336 _ 323), დიდი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე.

1816 — პაულ იულიუს როიტერი, ინგლისური მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს _ `როიტერის~ დამაარსებელი. გარდაიცვალა 1899 წელს.

1893 — ჰანს ფალადა, გერმანელი მწერალი. გარდაიცვალა 1947 წელს.

1894 — პიოტრ კაპიცა, რუსი მეცნიერი, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1899 — ერნესტ ჰემინგუეი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1961 წელს.
1932 _ ალექსანდრე ნიჟარაძე, პიანისტი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1933 _ ჯონ გარდნერი, ამერიკელი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე.

1934 _ გურამ გეგეშიძე, მწერალი.

1938 — ნანი ბრეგვაძე, ცნობილი მომღერალი.

გარდაიცვალნენ:

1792 _ დავით გურამიშვილი, დიდი ქართველი პოეტი.

1796 — რობერტ ბერნსი, შოტლანდიელი პოეტი.

1962 — ჯორჯ თრეველიანი, გამოჩენილი ბრიტანელი ისტორიკოსი.

მოვლენები:

365 წელი — ალექსანდრიაში მოხდა მიწისძვრა. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.

1774 წელი – დამთავრდა რუსეთ-თურქეთის ომი.

1796 წელი — პირამიდებთან ბრძოლისას გენერალმა ნაპოლეონმა მამლუქთა 60-ათასიანი არმია დაამარცხა და რამდენიმე დღის შემდეგ ქაიროში შევიდა.

1906 წელი — გარეკეს რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო.

1917 წელი — თავად ლვოვის გადადგომის შემდეგ, რუსეთის დროებითი მთავრობის პრემიერი გახდა კერენსკი.

1975-1976 წლები — მერისაიდში (აშშ) მცხოვრები ორი ძმა 1 წლის ინტერვალით ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ქუჩაზე დაიღუპა. მათ დაარტყა ერთმა და იმავე მანქანამ, რომელზეც იგივე მძღოლი იჯდა და იგივე მგზავრი მიყავდა.

1983 წელი — საბჭოთა ანტარქტიკულ სადგურ „ვოსტოკზე“ დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა მთელ პლანეტაზე - 89,2.

ღირსსახსოვარი დღეები:

გუამი – თავისუფლების დღე

ბელგია — მეფის დღე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`