უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 ივნისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 21 ივნისი

წლის 171-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 194 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (VI); მღვდელმოწამისა თევოდორესი, კველთელი მღვდლისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა: ნიკანდროსი და მარკიანესი; ეპისკოპოსისა აკვილიანესი.

დაიბადნენ:

1576 _ ფრანსისკო დე ერერა უფროსი, ესპანელი ფერმწერი, გრავიორი და მოდელიერი, ველასკესის პირველი მასწავლებელი. გარდაიცვალა 1656 წელს.

1816 _ შარლოტა ბრონტე, ინგლისელი მწერალი ქალი, `ჯეინ ეირის” ავტორი. გარდაიცვალა 1855 წელს.

1840 _ აკაკი წერეთელი, დიდი პოეტი. გარდაიცვალა 1915 წელს.

1905 _ ჟან-პოლ სარტრი, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ეგზისტენციალისტი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1935 _ ფრანსუაზა საგანი, ფრანგი მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1789 _ პოლ ანრი ჰოლბახი, ფრანგი ფილოსოფოს-მატერიალისტი.

1874 _ ანდრე ანგსტრემი, შვედი ფიზიკოსი, სპექტროსკოპიის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1908 _ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი, რუსი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1788 _ აშშ-ს კონსტიტუცია შევიდა ძალაში.

1853 _ რუსეთის ჯარები შევიდნენ მოლდოვაში.

1868 _ მიუნხენში შედგა რიხარდ ვაგნერის ოპერის `ნიურნბერგელი მეისტერზინგერების” პირველი წარმოდგენა.

ღირსსახსოვარი დღეები:

საფრანგეთი _ მუსიკის დღე.

კანადა — აბორიგენების ეროვნული დღე.

გრენლანდია _ ნაციონალური დღე.

იაკუტია _ ახალი წელი.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`