უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 მაისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 21 მაისი

წლის 131-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 224 დღე.

საეკლესიო კალენდარი


მოციქულისა და მახარებლისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117); ღირსისა არსენი დიდისა (დაახლ. 449-450).

წმიდა დიდებულსა და ყოვლადქებულ მახარებელს, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს ქრისტეს რჩეულ მოწაფეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ღირსი მამა არსენ დიდი დაიბადა 354 წელს, რომში, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. მშობლებმა მას კარგი აღზრდა-განათლება მისცეს. ჭაბუკმა არსენმა საფუძვლიანად შეისწავლა საერო მეცნიერებანი და სრულყოფილად ფლობდა ლათინურსა და ბერძნულ ენებს.

ღირსი არსენის განათლებულობისა და კეთილკრძალულების შესახებ იმპერატორმა თეოდოსიმაც შეიტყო, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა; მან თავისთან მიიწვია იგი, რათა თავის ძეთა — არკადისა და ჰონორეს აღზრდა დაეკისრებინა. ღირსი არსენი იძულებული გახდა მიეტოვებინა მსახურება წმიდა საკურთხევლისა, რადგან რომის პაპმა დიმასმაც უბრძანა ეს და მას არ შეეძლო დაუმორჩილებლობა. იმ დროს იგი ოცდაცხრა წლის იყო.

გულმოდგინედ შეუდგა ღირსი არსენი ჭაბუკთა აღზრდა_განათლებას; მალე მან დატოვა სასახლე და ეკლესიას მიაშურა, სადაც თავი უპოვარმწირად წარუდგინა ხუცესს და სთხოვა მონაზონთა რიცხვში მიეღოთ. უდაბნოს ძმობამ ღირსი არსენი თავიანთ წინამძღვართან მამა იოანე კოლოვთან წაიყვანა, რომელმაც დამწყები მოსაგრე ბერად აღკვეთა.

ღირსი არსენი განუწყვეტლივ ლოცვაში ატარებდა დროს, მაგრამ არც რჩევის მიცემასა თუ სწავლა-დამოძღვრაზე ეუბნებოდა უარს მასთან მისულ ბერებს, რომელთაც ბრძნულ პასუხებს აძლევდა შეკითხვებზე.

მისი დიდება შორს გავრცელდა. მასთან მრავალნი მოდიოდნენ, რითაც მყუდროებასა და მდუმარების აღთქმას ურღვევდნენ წმიდანს. ამიტომ იგი იძულებული ხდებოდა ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო. მაგრამ, მაინც, ყველგან პოულობდნენ ისინი, რომლებსაც მისი სწავლა-მოძღვრებისა და ლოცვა-კურთხევის მიღება სწყუროდა.

ასე, ბერული მოსაგრეობით გაატარა ღირსმა არსენ დიდმა 55 წელიწადი, რისთვისაც მოიპოვა კიდეც სახელწოდება დიდისა. იგი შობითგან 95 წლისა მშვიდობით ჩაბარდა უფალს.

დაიბადნენ:

ჩვ.წ. აღ-მდე 427 (სავარაუდო თარიღი) _ პლატონი, დიდი ბერძენი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-მდე 347 წელს.

1471 — ალბრეხტ დიურერი, გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1528 წელს.

1855 — ემილ ვერჰარნი, ბელგიელი პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1874 — შალვა დადიანი, მწერალი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1860 — ვილემ ეინდჰოვენი, ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ელექტროკარდიოგრაფიის გამომგონებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1942 წელს.

1906 — ვილი ფერერო, ცნობილი იტალიერი დირიჟორი. გარდაიცვალა 1954 წელს.

1921 — ანდრეი სახაროვი, რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. გარდაიცვალა 1989 წელს.

1935 — თეიმურაზ მაღლაფერიძე, მწერალი, მეცნიერი. გარდაიცვალა 1994 წელს.

1937 _ სოფიკო ჭიაურელი, კინოსა და თეატრის მსახიობი. Gგარდაიცვალა 2008 წელს.

გარდაიცვალნენ:

1639 — ტომაზო კამპანელა, იტალიელი მეცნიერი და მწერალი.

1944 _ ზურაბ ავალიშვილი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, იურისტი, დიპლომატი.

1991 — რაჯივ განდი, ინდოელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი.

მოვლენები:

1769 _ გაფორმდა სამხედრო შეთანხმება ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის.

1840 — ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.

1851 — ავსტრალიაში პირველად აღმოაჩინეს ოქრო.

1892 — მილანში გაიმართა რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერა.

1904 — დაარსდა ფიფა — ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია.

1968 — დაიღუპა ამერიკული წყალქვეშა ატომური ხომალდი „სკორპიონი~, 99 მეზღვაურით.

ღირსსახსოვარი დღეები:

კანადა _ დედოფალ ვიქტორიას დაბადების დღე

ჩილე _ სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე

ინდოეთი _ ტერორიზმთან ბრძოლის დღე