უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 მარტი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 21 მარტი

წლის 80-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 285 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი მამისა და აღმსარებლის თეოფილაქტე ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა (842-845); ღირსი დომენტისა (363); მოციქულ ერმისა (I); მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიის ხუცისა (IV); ღირსთა ლაზარე (1391) და ათანასესი (XV).

წმიდა თეოფილაქტე ცხოვრობდა IX საუკუნეში, ქალაქ კონსტანტინეპოლში, როცა ხატმბრძოლთა მწვალებლობა განსაკუთრებით გავრცელებული იყო.

წმიდა თეოფილაქტე ერთგული მოწაფე იყო წმიდა პატრიარქ ტარასისა. მისი კურთხევით იგი წმიდა მიქაელთან ერთად ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მონასტერში მათი რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგ პატრიარქმა ტარასმა ორივე წმიდანი ეპისკოპოსად აკურთხა — წმიდა მიქაელი დანიშნულ იქნა სინოდის ეპისკოპოსად, ხოლო წმიდა თეოფილაქტე — ნიკომიდიის ეპისკოპოსად.

წმიდა მოციქული ერმე ქრისტეს 70 მოწაფეთა რიცხვს მიეკუთვნება. მაცხოვრის ამაღლების შემდგომ იგი იყო ფილიპოლისის ეპისკოპოსი. თავისი ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა.

წმიდა მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიის საკათედრო ტაძრის ხუცესი და ჭურჭელთ მცველი იყო. ეს ეკლესია ააგეს და მდიდრულად შეამკეს იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და ძემ მისმა კონსტანციუსმა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა, რომელმაც გადაწყვიტა, აღედგინა წარმართული სარწმუნოება რომის მთელ იმპერიაში. მან ბრძანა, გაეუქმებინათ ქრისტიანული ტაძრები, ხოლო საფასენი იმპერატორის სალაროში შეეტანათ. იმის გამო, რომ თეოდორიტე მედგრად იცავდა ეკლესიას, იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს.

პირველშეწირულის ლიტურგია.

დაიბადნენ:

1685 — იოჰან სებასტიან ბახი, დიდი გერმანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1750 წელს.

1768 — ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე, მათემატიკოსი.

1839 — მოდესტ მუსორგსკი, კომპოზიტორი.

1921 _ ივანე თარბა _ აფხაზი მწერალი.

1925 — პიტერ ბრუკი, ინგლისელი რეჟისორი.

1927 — სტანისლავ ნეიჰაუზი, საბჭოთა პიანისტი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1927 — ჰანს დიტრიხ გენშერი, გერმანელი პოლიტიკოსი.

1935 — მერაბ კოკოჩაშვილი, კინორეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1936 — ალექსანდრ გლაზუნოვი, კომპოზიტორი, დირიჟორი.

1990 — ლევ იაშინი, გამოჩენილი რუსი ფეხბურთელი.

1998 — გალინა ულანოვა, გამოჩენილი რუსი ბალერინა.

მოვლენები:

1804 — სენატმა ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი დაამტკიცა.

1917 — დროებითმა მთავრობამ დააპატიმრა ნიკოლოზ II და მისი ოჯახი.

1919 — უნგრეთში დაიწყო რევოლუციური მოძრაობა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`