უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

21 სექტემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 21 სექტემბერი

წლის 266-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 100 დღე.

საეკლესიო კალენდარი

შობა ყოვლადწმიდა დიდებული დედოფლისა ჩვენისა და მარადის ქალწულის ღვთისმშობელ მარიამისა. ღვთისმშობლობა.

დიდუბობა. გელათობა. შუამთობა. ბეთანიობა. წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე, 1957 ) და გიორგი-იოანესი (მხეიძე 1962).

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ მართალი – იოაკიმე, რომელიც წინასწარმეტყველ დავით მეფის გვარის ჩამომავალი იყო, და ანნა – პირველმღვდელმთავარ აარონის შთამომავალი. ეს ღვთისმოშიში მეუღლენი უშვილონი იყვნენ. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულ ასაკს, მაგრამ არასოდეს არ ჰკარგავდნენ იმედს, რომ ღმერთი გაანთავისუფლებდა მათ უშვილობისაგან. წმიდანები ევედრებოდნენ ღმერთს შვილს და აღთქმას დებდნენ, რომ მას მიუძღვნიდნენ ახლადშობილს ტაძარში მსახურებისათვის.

უფალმა შეისმინა მათი ვედრება და მაშინ უბოძა ასული, როცა მართალი მეუღლეები სათნო და წმიდა ცხოვრებით ღირსნი გახდნენ მაღალი წოდებისა – ყოფილიყვნენ მშობლები ყოვლადწმიდა ქალწულისა, უფალ იესო ქრისტეს მომავალი დედისა. წმიდა მეუღლეებს ყოვლადკურთხეული ასული მარიამი შეეძინათ.

ყოვლად უბიწო მარიამი იმ დროს იშვა, როცა ადამიანები თავიანთ ზნეობრივ დაცემაში უკიდურეს ზღვრამდე ივნენ მისულნი და მათი აღორძინება შეუძლებელი ჩანდა. საუკეთესო მოაზროვნენი აღიარებდნენ, რომ ღმერთი აუცილებლად უნდა მოვლენოდა ქვეყანას და საუკუნო დაღუპვისაგან ეხსნა თავისი ქმნილება — ადამიანი. შობა ყოვლადწმიდა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისა წმიდა ეკლესიის მიერ იდღესასწაულება, როგორც დღე საყოველთაო-საკაცობრიო სიხარულისა. ამ უნათლეს დღეს, ძველი და ახალი აღთქმების მიჯნაზე, იშვა ყოვლად კურთხეული ქალწული მარიამი, რომელსაც, ღვთის განგებით, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განესაზღვრა უდიდესი ღვთაებრივი საიდუმლოსათვის ემსახურა _ განეხორციელებინა ღმერთი სიტყვითა და ყოფილიყო დედა ქვეყნის მაცხოვრის, უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი.

დაიბადნენ:

1415 _ ფრიდრიხ III‚ გერმანიის მეფე. გარდაიცვალა 1493 წელს.

1866 _ ჰერბერტ უელსი‚ ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1946 წელს.

1887 _ იოველ ქუთათელაძე‚ ქართველი ფარმაკო-ქიმიკოსი, საქართველოში უმაღლესი ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის და ფარმაკო-ქიმიის მეცნიერების ფუძემდებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1900 _ სევერიან მაისაშვილი‚ ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1914 _ კიტა ბუაჩიძე‚ ქართველი დრამატურგი.

გარდაიცვალნენ:

1972 _ კალენიკე აბულაძე‚ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1832 _ ვალტერ სკოტი‚ შოტლანდიელი მწერალი.

1973 _ გუსტავ VI ადოლფი‚ შვეციის მეფე.

მოვლენები:

1380 – მოხდა კულიკოვოს ბრძოლა.

1931 – იაპონიის ჯარებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის _ მანჯურიის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს.

1938 – ნიუ-იორკისა და ახალი ინგლისის დასახლებებში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

1961 – ანტონიო აბერტონდომ ინგლისის არხი (ორივე მიმართულებით) 24 საათსა და 25 წუთში გადაცურა.

1964 – მალტამ ინგლისისაგან დამოუკიდებლობა მიიღო.

1996 – კუმბერვენდის კუნძულზე ჯონ კენედი კაროლინ ბესეტზე დაქორწინდა.

1999 – პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე მოხდა დასავლეთ ევროპის ორი გაზსადენის — „იამალის“ შეერთება.

ღირსსახსოვარი დღეები:

მშვიდობის საერთაშორისო დღე.

სომხეთი _ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის დღე.

ბელიზი – დამოუკიდებლობის დღე.

მალტა – დამოუკიდებლობის დღე.

არგენტინა _ სტუდენტთა დღე

რუსეთი – კულიკოვოს ველზე რუსული ჯარების მიერ თათარ-მონღოლთა დამარცხების დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`