უკან

დღის კალენდარი

21 თებერვალი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 21 თებერვალი

წლის 52-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 313 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დიდმოწამე თეოდორე სტრატილატისა, ჰერაკლიელისა (IV); წინასწარმეტყველისა 12-თაგანისა ზაქარია მანგლისმხილველისა (520 წ. ქრისტეს შობამდე); საბა II-სა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1268-1269).
წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი წარმოშობით ქალაქ ევქაიტიდან იყო. მას მრავალი მადლი ჰქონდა მინიჭებული ზეგარდმო. დიდი მოწყალებისთვის ღმერთმა იგი ქრისტიანული ჭეშმარიტების სრულყოფილი შეცნობით განანათლა. იგი მხედართმთავარი იყო და ამ მხნე მხედრის ძალა მაშინ გახდა ცნობილი ყველასათვის, როცა მან ღვთის შეწევნით, ვეება ურჩხული მოაკვდინა ქალაქ ევქაიტის მახლობლად. ეს ურჩხული მრავალ ადამიანსა და პირუტყვს შთანთქავდა და მთელი ის მხარე შიშით იყო მოცული. წმიდა თეოდორემ მახვილითა და უფლისადმი ლოცვით აღჭურვილმა სძლია მას და საყოველთაოდ განადიდა ქრისტეს სახელი. შემართებისა და სიმამაცისათვის წმიდა თეოდორე მხედართმთავრად (სტრატილატად) დანიშნეს ქალაქ ჰერაკლიაში, სადაც იგი ორმაგ მორჩილებას ეწეოდა: საპასუხისმგებლო მხედრულ სამსახურს სახარების მოციქულებრივ ქადაგებას უხამებდა თავისდა დამორჩილებულ წარმართთა შორის. იგი 319 წელს აღესრულა.

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია მანგლისმხილველი, რომელიც განეკუთვნებოდა ძველი აღთქმის 12 მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს, წარმოშობით ლევიტის ტომიდან იყო და წინასწარმეტყველ ნეემიას წიგნში სამღვდელო გვარის მამამთავრად იწოდება.

დაიბადნენ:

1815 — ერნესტ მეისონიე, ფრანგი ფერმწერი. გარდაიცვალა 1891 წელს.

1836 — ლეო დელიბი, ფრანგი კომპოზიტორი.

1857 — აქვსენტი ცაგარელი, გამოჩენილი დრამატურგი, მსახიობი. გარდაიცვალა 1902 წელს.

1866 — ავგუსტ ვასერმანი, გერმანელი იმუნოლოგი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1881 — მიხეილ ზანდუკელი, ფიზიოთერაპევტი და კურორტოლოგი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1893 — ანდრეს სეგოვია, ესპანელი გიტარისტი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1907 — უინსტონ ჰიუ ოდენი, ინგლისელი პოეტი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1915 — ევგენი ლიფშიცი, გამოჩენილი რუსეთელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1985 წელს.

1923 — გიორგი გეგეჭკორი, ცნობილი მსახიობი, გარდაიცვალა 2003 წელს.

1933 — გივი ყანდარელი, მხატვარ-გობელენისტი.

1940 — შავლეგ შილაკაძე, კომპოზიტორი, დირიჟორი.

1947 — მურმან ჯინორია, თეატრისა და კინოს მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1677 — ბენედიქტ სპინოზა, ჰოლანდიელი ფილოსოფოსი.

1953 _ ექვთიმე თაყაიშვილი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე.

1984 — მიხაილ შოლოხოვი, რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1921 წელი — მიიღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

1816 წელი — გაიხსნა პეტერბურგის უნივერსიტეტი.

1916 წელი — დაიწყო ვერდენის ოპერაცია. ბრძოლაში გერმანიის მხარეს 600 ათასი, ხოლო საფრანგეთის მხარეს 358 ათასი ადამიანი დაიღუპა.

1885 წელი — შეერთებული შტატების დედაქალაქში გაიხსნა ჯორჯ ვაშინგტონის ობელისკი — ყველაზე მაღალი მსოფლიოში (169.3 მ).

ღირსსახსოვარი დღეები:

ბანგლადეში — გლოვის ეროვნული დღე.

ნორვეგია — მეფის დღე