უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 აპრილი, 2018 09:00
font-size

დღის კალენდარი - 22 აპრილი

წლის 113-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 253 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამე ევფსიქისა (362); დისან ეპისკოპოსისა, მარიავა ხუცისა, აბდიესისა და სხვათა 270-თა სპარსთაგან წამებულთა (362-364); ღირსისა მოწამისა ვადიმისა (376).

წმიდა მოწაფე ევფსიქი დაიბადა კაპადოკიის ქალაქ კესარიაში. იმპერატორ იულიანე განდგომილის მეფობის ჟამს მან ჯვარი დაიწერა ქრისტიანულ ეკლესიაში.

კესარიაში მაშინ წარმართული ტაძარიც იყო და სწორედ იმ დროს, როდესაც ეკლესიაში ევფსიქიის ჯვრისწერა სრულდებოდა, წარმართები ქალღმერთ ფორტუნას მსხვერპლს სწირავდნენ. ქრისტეს მგზნებარე სიყვარულითა და მისდამი ერთგულებით ანთებულმა ევფსიქიმ ხალხი გაიყოლია და წარმართული ტაძარი დაანგრია. განრისხებულმა იმპერატორმა ტაძრის დანგრევის ამბავი რომ შეიტყო, იმ ქალაქში მცხოვრები ბევრი ქრისტიანი სიკვდილით დასაჯა, ბევრიც გადაასახლა. წმიდა ევფსიქი კი იმპერატორის ბრძანებით სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

დისან ეპისკოპოსმა, მარიავა ხუცესმა, აბდიესმა და მათთან ერთად 270-მა სხვა წმიდა მოწამემ მოწამეობრივი სიკვდილი მიიღეს სპარსეთის მეფის საპორ მეორის დროს. მათ შორის აღესრულა წმიდა ქალწულმოწამე იაც, რომლის ხსენების დღე 14 სექტემბერია.

წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტი დაიბადა IV საუკუნეში, სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში, მდიდარ წარჩინებულთა ოჯახში. სიჭაბუკის წლებში გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას. იმ ხანებში სპარსთა მეფემ საპორ პირველმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო. წმიდა ვადიმი თავის შვიდ მოწაფესთან ერთად შეიპყრეს და ყოველდღე აწამებდნენ საპყრობილეში, რათა ჭეშმარიტ რწმენას განდგომოდნენ. მაგრამ ისინი მტკიცედ იდგნენ ქრისტიანულ რწმენაზე. მათ ოთხი თვე დაჰყვეს საპყრობილეში.

დაიბადნენ:

1451 _ იზაბელა კასტილიელი, ესპანეთის დედოფალი. გარდაიცვალა 1504 წელს.

1658 _ ჯუზეპე ტორელი, იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1709 წელს.

1724 _ იმანუელ კანტი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1804 წელს.

1819 _ ფრიდრიხ ბოდენშტედტი, გერმანელი მწერალი, მთარგმნელი. იმოგზაურა საქართველოში 1844 წელს და გამოაქვეყნა წიგნი `კავკასიის ხალხები”, სადაც აღწერა საქართველოს ისტორიული მოვლენები. გარდაიცვალა 1892 წელს.

1870 _ ლენინი (ვლადიმირ ულიანოვი), რუსი რევოლუციონერი, პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა 1924 წელს.

1876 _ რობერტ ბარანი, ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1936 წელს.

1905 _ ჟან ვიგო, ფრანგი კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1934 წელს.

1920 _ ზურაბ ანჩაბაძე, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1984 წელს.

1937 _ ჯეკ ნიკოლსონი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.

1942 _ ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი, მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1899 _ იოჰან კელერი, ესტონელი ფერმწერი, ფერწერის ეროვნული სკოლის ფუძემდებელი.

1979 _ მიხეილ მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი, იაკობ ნიკოლაძის მოწაფე.

1994 _ რიჩარდ ნიქსონი, აშშ-ს 37-ე პრეზიდენტი.

მოვლენები:

1370 წელი _ საფრანგეთის მეფე კარლოს V დროს საფუძველი ჩაეყარა ბასტილიის ციხესიმაგრის მშენებლობას.

1500 წელი _ პორტუგალიელმა მკვლევარმა პედრუ ალვარიშ კაბრალმა ბრაზილია აღმოაჩინა.

1662 წელი _ ინგლისის მეფე კარლ მეორემ დაამტკიცა ლონდონის სამეფო საზოგადოების წესდება.

1834 წელი _ წმიდა ელენეს კუნძული ბრიტანეთის სამეფო კოლონიად გამოცხადდა.

1918 წელი _ შეიქმნა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა.

1939 წელი _ ჯეფრი სტეფენსონმა პირველად გადაიფრინა პლანერით ლა-მანშის სრუტეზე.

1945 წელი _ საბჭოთა ჯარები ბერლინში შევიდნენ.

ღირსსახსოვარი დღეები:

დედამიწის დღე

თურქეთი _ ნაციონალური სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე

ბერმუდის კუნძულები _ წიწაკის დღე

კანადა _ წმინდა გიორგის დღე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე