უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 22 იანვარი

წლის მე-22 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 343 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამე პოლიევქტი მხედრისა (259); ფილიპესი – მოსკოვის მიტროპოლიტისა (1569); ღირსი ევსტრატი საკვირველმოქმედისა (IX). წინასწარმეტყველ სამესი (X ს ქრისტეს შობამდე). წმიდა პეტრე სებასტიელ ეპისკოპოსისა; ღირსთა ბასილი და სასწაულმოქმედისა და გრიგოლისა (IX); წმინდისა ადრიანესი ინგლისიდან, კენტერბერიის წინამძღვარისა (716). Bრიგოლდისა, კენტერბერის მტავარეპისკოპოსისა (731).

წმიდა პოლიევქტი პირველი იყო, ვინაც ქრისტესთვის ევნო სომხეთის ქალაქ მელიტინში. იგი მხედარი იყო იმპერატორ დეკიოსის ლაშქარში და იმპერატორ ვალერიანეს დროს მოწამებრივად აღესრულა. პოლიევქტო მეგობარი იყო მტკიცე ქრისტიანის, მხედარ ნეარქესი, თვითონ კი თუმც წარმართი იყო, მაგრამ სათნო ცხოვრებას ეწეოდა.

წმიდა წინასწარმეტყველი სამე სოლომონ მეფისა და მისი ძის, რობოამის დროს ცხოვრობდა, რომელსაც მან, ღვთის ნებით, აღუკრძალა ბრძოლა ისრაელთა ათი ტომის წინააღმდეგ, რომელნიც მოშორებოდნენ და განცალკევებოდნენ დავითის შთამომავალებს.

მღვდელმთავარი პეტრე, ეპისკოპოსი სებასტიისა, ღვიძლი ძმა იყო მღვდელმთავრების: ბასილ დიდისა და გრიგოლ ნოსელისა. მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა უფროსმა დამ, ღვთისმოშიშმა მაკრინემ.
წმიდა მღვდელმთავარმა ბასილ დიდმა ხუცესად აკურთხა თავისი ძმა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ სებასტიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მღვდელმთავარი პეტრე მონაწილეობდა II მსოფლიო საეკლესიო კრებაში.

ღირსი მამა ევსტრატი საკვირველმოქმედი წარმოშობით ქალაქ ტარსიდან იყო. 20 წლისა იგი ფარულად წავიდა მშობლიური სახლიდან და ავგარობის სავანეში დასახლდა, ოლიმპოს მთაზე. აქ იგი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა, საზრდოდ მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ხოლო ღამეებს განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ევსტრატი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ხატთმბრძოლი იმპერატორის ლევ სომეხის დროს წმიდანი მდევრებს გაექცა და მთიან უდაბნოს აფარებდა თავს, ხოლო უკეთური იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კვლავ თავის სავანეს დაუბრუნდა. წმიდა ლოცვა არასდროს სცილდებოდა ღირსი მამის ბაგეთ, რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა სიტყვებს: „უფალო, შეგვიწყალე!“

აღსრულების წინ მან თავისთან მოიხმო სავანის ბერები და დამოძღვრა, რომ არასდროს დამონებოდნენ ამქვეყნიურ სიკეთეს და მარად მომავალი საუკუნო ცხორებისთვის იზრუნებდნენ. შემდეგ წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სიტყვებით: „უფალო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულსა“ — მშვიდად გარდაიცვალა, 95 წლისა.

დაიბადნენ:

1561 — ფრენსის ბეკონი, ინგლისელი ფილოსოფოსი, ინგლისური მატერიალიზმის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1626 წელს.

1572 — ჯონ დონი, გამოჩენილი ინგლისელი პოეტი. გარდაიცვალა 1631 წელს.

1729 — გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი, დიდი გერმანელი დრამატურგი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გერმანული კლასიკური ლიტერატურის ფუძემდებელი.

1775 — ანდრე მარი ამპერი, გამოჩენილი ფრანგი ფიზიკოსი, მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1836 წელს.

1788 — ჯორჯ გორდონ ბაირონი, ინგლისელი პოეტი. გარდაიცვალა 1824 წელს.

1849 — ავგუსტ სტრინდბერგი, შვედი პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და პუბლიცისტი. გარდაიცვალა 1912 წელს.

1889 — გრიგოლ ფერაძე, სწავლული, სასულიერო მოღვაწე. გარდაიცვალა 1943 წელს.

1892 — მარსელ დასო, ფრანგი ავიაკონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1898 — სერგეი ეიზენშტეინი, კინორეჟისორი, „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ ავტორი. გარდაიცვალა 1948 წელს.

1904 — ჯორჯ ბალანჩინი, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი, ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1908 — ლევ ლანდაუ, რუსეთელი ფიზიკოსი, აკადემიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1910 _ გერტრუდ პეჩი _ გერმანელი ქართველოლოგი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1990 წელს.

1935 — ალექსანდრ მენი, გამოჩენილი რუსი თეოლოგი. მოკლეს 1990 წელს.

1947 _ ჯემალ დავლიანიძე, მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1798 — ერეკლე II, ქართლ_კახეთის მეფე.

1901 — ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი.

1922 — ბენედიქტ XV, რომის პაპი.

1973 — ლინდონ ბეინს ჯონსონი, აშშ-ს 36-ე პრეზიდენტი.

1993 — კობო აბე, იაპონელი მწერალი.

1994 — ჟან ლუი ბარო, ფრანგი მსახიობი და რეჟისორი.

მოვლენები:

1722 წელი — პეტრე I-მა დაამტკიცა რუსეთის იმპერიის ყველა ჩინის რანგის ტაბელი. სულ 14 ჩინი იყო: უმაღლესი — სახელმწიფო მდივანი, ხოლო მე-14 — კოლეგიის რეგისტრატორი.

1724 წელი — რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.

1863 წელი — პოლონეთში აჯანყება დაიწყო რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ.