უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 ნოემბერი, 2017 10:10
font-size

დღის კალენდარი - 22 ნოემბერი

წლის 327-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 38 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამეთა ონისიფორესი (III-IV) და პორფირისა; ღირსისა მატრონასი (დაახლ. 492); ღირსისა თეოქტისტასი (881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (IV); მოწამისა ანტონისა (V);
ღირსისა იოანე კოლოვისა (V); ღირსთა ვესტოლიასი (610) და სოსიპატრასი (625); ნექტარისა, პენტაპოლელი მიტროპოლიტისა, ეგინაზე მოღვაზე სასწაულმოქმედისა (1920) ; დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ (X).

მოწამენი: ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ევნენ.

მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი ქრისტეს რწმენის აღიარებისათვის შეიპყრეს წარმართებმა. იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე მან არათუ აღიარა თავი ქრისტიანად, არამედ რისხვით დააქცია საკერპე სამსხვერპლო. მაშინ იმპერატორის ბრძანებით ალექსანდრეს თავი მოკვეთეს.

მოწამე ანტონი წარმოშობით სირიიდან იყო და V ს-ში ცხოვრობდა. ხელობით იგი კალატოზი იყო. სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, მან ტაძრის მშენებლობა დაიწყო ყოვლადწმიდა სამების პატივად. როცა ეს წარმართებმა შეიტყეს, ღამით შეიჭრნენ მის სახლში და მახვილით აჩეხეს.

ღირსი მატრონა ცხოვრობდა V ს-ში პამფილის ქალაქ პერგიაში. ის ახალგაზრდობაში ეზიარა ქრისტეს რწმენას და ღრმა სიბერემდე კეთილად მსახურობდა მას.

ღირსი იოანე კოლოვი V ს-ში იღწვოდა ეგვიპტის უდაბნოში, ღირსი მამის პიმენ დიდის მონასტერში.

ღირსი ევსტოლია რომის მკვიდრი იყო. ის კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ერთ-ერთ დედათა მონასტერში შედგა მონაზვნად.

ღირსი სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიოსის ასული იყო და თავიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. როცა ღირს ევსტოლიას შეხვდა, საბოლოოდ გადაწყვიტა, სულიერი ცხოვრებისთვის მიეძღვნა თავი.

დაიბადნენ:

1811 — ფერენც ლისტი, უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, გარდაიცვალა 1886 წელს.

1890 — შარლ დე გოლი, ფრანგი გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1970 წელს.

1922 — გიორგი ციციშვილი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი.

1934 _ ვახტანგ დავითაია, არქიტექტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1911 — ვალენტინ სეროვი, რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი.

1916 — ჯეკ ლონდონი, ამერიკელი მწერალი.

1963 — ოლდოს (ლეონარდ) ჰაქსლი, ინგლისელი მწერალი.

1963 — ჯონ ფიცჯერალდ კენედი, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი.

მოვლენები:

1906 წელი — ეთერში პირველად გაისმა უბედურების მაუწყებელი სიგნალი „სოს“, რაც ნიშნავს „გადაარჩინეთ ჩვენი სულები“.

1917 წელი — კანადაში, მონრეალში გაიხსნა ჰოკეის ეროვნული ლიგა.

1943 წელი — აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ჩინეთის მეთაური ჩან კაიში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განეხილათ იაპონიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გეგმა.

2003 _ ოპოზიციამ დაიკავა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობები.

ღირსსახსოვარი დღე:

აშშ – მადლიერების დღე.