უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

22 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი

წლის 296-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 70 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოციქულ იაკობ ალფესისა (I); ღირსთა: ანდრონიკესი და მისი მეუღლის ათანასიასი (V); მართალი აბრაამისა, მამამთავრისა და მისი ძმისწულის ლოტისა (2000 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ებენტისა და მაქსიმესი (361-363); მოწამე პოპლია დიაკონისასი, ანტიოქიელისა (IV); ღირსი პეტრე გალატელისა (IX).

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი განეკუთვნება მაცხოვრის 12 მოციქულთა რიცხვს. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქული იაკობ ალფესი მოციქულ ანდრია პირველწოდებულთან ერთად მოგზაურობდა სამისიონერო მიზნით და იუდეაში, ედესში, ღაზაში და ელევთეროპოლისში ქადაგებდა სახარებას, სადაც მან მრავალი წარმართი და იუდეველი მოაქცია ხსნის გზაზე. ეგვიპტის ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში წმიდა მოციქულმა იაკობ ალფესმა მოწამებრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ჯვარზე სიკვდილით.

წმიდა მოწამენი ევენტი და მაქსიმე იმპერატორ იულიანე განდგომილის პირადი მცველი მხედრები იყვნენ. ისინი წინ აღუდგნენ იმპერატორის ბრძანებას ნაკერპავი სისხლი ეპკურებინათ ყოველივე სანოვაგეზე ბაზრებში, რისთვისაც მხედრები სიკვდილით დასაჯეს.

წმიდა მოწამე პოპლია აღმსარებელი, ანტიოქიელი დიაკონისა ადრე დაქვრივდა და მთელი თავისი ძალები ძის, იოანეს ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზრდას მოახმარა. იმპერატორ იულიანე განდგომილის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა პოპლია და მისი თანამდგომელნი დანი მხნედ ამხილებდნენ მწვალებელ ხელმწიფეს. ამისათვის იმპერატორის ბრძანებით მხედრებმა უწყალოდ ჰგვემეს წმიდა პოპლია, რომელმაც მოთმინებით გადაიტანა სატანჯველი. წმიდანმა მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

დაიბადნენ:

1811 – ფერენც (ფრანც) ლისტი, უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, გარდაიცვალა 1886 წელს.

1870 – ივან ბუნინი, რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1953 წელს.

1884 – ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი), კინოოპერატორი. გარდაიცვალა 1957 წელს.

1899 – გიორგი ჟურული, რეჟისორი. გარდაიცვალა 1964 წელს.

1903 – ჯორჯ უეილზ ბიდლი, ამერიკელი გენეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1989 წელს.

1914 – ვლადიმერ უბილავა, პოეტი, გარდაიცვალა 1942 წელს.

გარდაიცვალნენ:

1975 – არნოლდ ჯოზეფ ტოინბი, ინგლისელი ისტორიკოსი და სოციოლოგი, დაიბადა 1889 წელს.

1973 – პაბლო კაზალსი, ესპანელი ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი. დაიბადა 1876 წელს.

1935 – კომიტასი, სომეხი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1869 წელს.

1906 – პოლ სეზანი, ფრანგი ფერმწერი, პოსტიმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა 1839 წელს.

მოვლენები:

1872 წელი – თბილისიდან ფოთისაკენ დაიძრა პირველი მატარებელი. გაიხსნა ფოთი-თბილისის რკინიგზა.

1952 წელი – ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა დიდ ბრიტანეთთან.

1953 წელი – ლაოსმა მიიღო დამოუკიდებლობა.

1954 წელი – დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი გახდა.

1973 წელი – ისრაელი და ეგვიპტე დათანხმდნენ გაეროს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

1989 წელი – იოსიფ ბროდსკის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

1993 წელი – საქართველო დსთ-ს შემადგენლობაში შევიდა.