უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


დღის კალენდარი

22 სექტემბერი, 2017 08:54
font-size

დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი

წლის 265-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 100 დღე.

საეკლესიო კალენდარი

შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა. წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმე და ანასი. მოწამისა სევერიანესი (320); ღირსისა თეოფანე მმარხველისა და აღმსარებლისა (დაახლ. 300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი); ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინოპოლელისა (XII); პოვნა და აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1896); ხსენება მესამე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (431).

მართალნი მშობელნი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა – იოაკიმე და ანნა. მართალი იოაკიმე, ძე ბარპოფირისა, იყო შთამომავალი წმ. მეფის და წინასწარმეტყველის დავითისა, რომელსაც ღმერთმა აღუთქვა, რომ სწორედ მისი შთამომავალთა თესლიდან წარმოიშვებოდა მხსნელი ქვეყნისა. ხოლო მართალი ანნა, ასული მატფანისა, მამით ლევიინის ტომიდან იყო, დედით კი იუდას შთამომავალი.

წმ. მოწამე სევერიანე მცირე აზიის ქალაქ სევასტიაში ევნო ჭეშმარიტი რწმენისათვის განგებელ ლისიუსისაგან, როცა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში იმპერატორი ლუკიანიუსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნა მძვინვარებდა.

ღირსი მამა თეოფანე, აღმსარებელი და მმარხველი, დაიბადა წარმართი მშობლების ოჯახში, მაგრამ ჭაბუკობაში ირწმუნა ქრისტე. მას მთელი ცხოვრების მანძილზე დევნიდნენ და აწამებდნენ კერპთაყვანისმცემლები. მან, ღვთის ნებით ღრმა სიბერეს მიღწეულმა, 300 წელს დაასრულა სიცოცხლე.

ნეტარი ნიკიტა „ფარულად“ წოდებული, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და ქარტოლაროსის თანამდებობა ეკავა, ანუ მწერალ-მწიგნობარი იყო.

III მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში, 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი უმცროსის გამგებლობის ჟამს.

დაიბადნენ:

1791 – მაიკლ ფარადეი, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ელექტრომაგნიტური ველის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი.

1811 – ფერენც ლისტი, უნგრელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

1900 – სერგეი ოჟეგოვი‚ ენათმეცნიერი, „რუსული ენის ლექსიკონის“ შემდგენელი.

1907 – ალექსანდრე გომელაური, მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

1908 _ ბონდო კეშელავა, პოეტი. გარდაიცვალა 1985 წელს.

1920 – ვლადიმერ ჭავჭანიძე, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1942 – ხასან ინაიშვილი, მხატვარი

გარდაიცვალნენ:

1864 _ გიორგი ერისთავი, დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე.

1921 – ივანე ვაზოვი, ბულგარელი მწერალი.

1972 – ბორის ლივანოვი, რუსი კინომსახიობი.

1985 – აქსელ შპრინგები, გერმანელი გამომცემელი.

2001 – ისააკ შტერნი, ვიოლინოს მაესტრო.

მოვლენები:

1762 წელი – ეკატერინე II დედოფლად აკურთხეს.

1792 წელი – საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

1862 წელი – აშშ-ს პრეზიდენტმა ლინკოლნმა მიიღო დეკლარაცია მონობის გაუქმების შესახებ.

1910 წელი – თვითმფრინავის პირველი გაფრენა ინგლისში

1949 წელი – ააფეთქეს პირველი საბჭოთა ატომური ბომბი.

1966 წელი – თანამგზავრი „შურვეყორ 2“ მთვარეზე დაჯდა.

1980 წელი – სასაზღვრო კონფლიქტი ირანსა და ერაყს შორის გადაიზარდა ფართომასშტაბიან ბრძოლაში.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტაჯიკეთი _ შემოდგომის ბუნიობის დღე.

მალი – დამოუკიდებლობის დღე.

ბულგარეთი _ ეროვნული დღესასწაული.

ყაზახეთი _ ყაზახეთის ხალხთა ენების დღე.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე