უკან

დღის კალენდარი

23 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 23 იანვარი

წლის მე-23 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 342 დღე

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ ნოსელ ეპისკოპოსისა (IV ს.) და დისა მისისა თეოზეა დიაკონისასი. ღირსთა: დომეტიანე — მელიტინელ ეპისკოპოსისა (601), მარკიანე პრესვიტერისა (V), წმიდა თოფანე დაყუდებულისა (1894); ნეტარისა თეოსობია დედათდიაკონისა (385), თეოფანე დაყუდებულისა (1894); ღირსისა ანტიპა ათონელისა (1882).

წმიდა გრიგოლი, ნოსელი ეპისკოპოსი, უმცროსი ძმა იყო მღვდელმთავარ ბასილი დიდისა. გრიგოლმა კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. 372 წელს წმიდა ბასილ დიდმა იგი კაპადოკიის ქალაქ ნოსის ეპისკოპოსად დაადგინა.

იგი წმიდა ბასილთან ერთად მხნედ ებრძოდა არიოსის მწვალებლობას, რის გამოც მრავალ დევნულობას და შევიწროებას განიცდიდა არიანელთა მხრიდან.

381 წელს მღვდელმთავარი გრიგოლი ერთ-ერთი უმთავრესი მოღვაწე იყო II მსოფლიო საეკლესიო კრებისა, სადაც წმიდა გრიგოლის ინიციატივით შეივსო ნიკეის კრებაზე მიღებული სიმბოლო სარწმუნოებისა (მრწამსი).

წმიდა გრიგოლ ნოსელი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო ღვთისმეტყველი და IV საუკუნის დიდი ქრისტიანული მოაზროვნე.

ღირსი დომეტიანე, ეპისკოპოსი მელიტინისა დაიბადა და ცხოვრობდა VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინე უმცროსის დროს. იგი დაქორწინებული იყო, მაგრამ ადრე დაქვრივდა და ბერად შედგა, რის შემდეგაც მკაცრსა და წმიდა ცხოვრებას ეწეოდა. 30 წლისა იგი ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა მღვდელმთავარი დომეტიანე საკვირველმოქმედებით განიდიდა ღვთის მიერ.

ნეტარი თეოზეა ქალდიაკვანი ღვიძლი და იყო წმიდა მღვდელმთავრების ბასილ დიდის, გრიგოლ ნოსელისა და პეტრესი, სებასტიელი ეპისკოპოსისა. იგი ქალდიაკვნად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას: უვლიდა სნეულებს, საზრდოს ურიგებდა მწირთ და ყარიბთ, ღვთისმოშიშებით აღზრდიდა ობლებს და წმიდა ნათლისღებისათვის განამზადებდა დედაკაცთ. წმიდა თეოზეა 385 წელს გარდაიცვალა. მღვდელმთავარმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა მის ხსოვნასó სადიდებელი სიტყვით მიაგო პატივი.

დაიბადნენ:

1783 _ სტენდალი (ანრი მარი ბეილი), ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1842 წელს.

1832 _ ედუარდ მანე, ფრანგი მხატვარი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1907 _ ხიდეკი იუკავა, იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1922 _ აკაკი დვალიშვილი, რეჟისორი. გარდაიცვალა 2008 წელს.

1931 _ დინარა ნოდია, მხატვარი_გრაფიკოსი. გარდაიცვალა 2003 წელს.

1946 _ ბორის ბერეზოვსკი, მეწარმე და ფინანსისტი. გარდაიცვალა 2013 წელს.

1951 _ თამარ გრიგოლია, მხატვარი.

1957 _ კაროლინა, მონაკოს პრინცესა.

გარდაიცვალნენ:

1883 _ გიუსტავ დორე, ფრანგი გრაფიკოსი.

1903 _ ნიკო დადიანი, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, ეკატერინე ჭავჭავაძის ძე.

1939 _ ნინო გამრეკელ-თორელი, თეატრალური რეჟისორი.

1947 _ პიერ ბონარი, ფრანგი მხატვარი.

1975 _ მათე მირიანაშვილი, ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი.

1989 _ სალვადორ დალი, ესპანელი მხატვარი.

მოვლენები:

1256 _ ინგლისში პირველად მოიწვიეს პარლამენტი.

1492 _ პირველად დაიბეჭდა `თორა” (ებრაული საღმრთო წიგნი).

1793 _ პეტერბურგში ხელი მოეწერა კონვენციას რუსეთსა და პრუსიას შორის პოლონეთის გაყოფასთან დაკავშირებით.

1898 _ მოსკოვში პირველად დაიდგა ჩეხოვის პიესა `თოლია”.

1960 _ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის ბატისკაფმა, რომელიც შექმნა დოქტორმა პიკარმა, სარეკორდო სიღრმეს 10.750მ მიაღწია.

1973 _ პარიზში სამშვიდობო მოლაპარაკებაზე აშშ-ს და სამხრეთ ვიეტნამს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლიხტენშტეინი — დამოუკიდებლობის დღე

კორეა, იაპონია — ახალი წელი მთვარის კალენდრით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`