უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 ივნისი, 2022 07:33
font-size

დღის კალენდარი - 23 ივნისი

წლის 175-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 191 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსიელ ეპისკოპოსისა და წმიდა მამისა ბასიანესი — ლავდიის ეპისკოპოსისა. მოწამეთა: ალექსანდრე და ანტონინა ქალწულისა და ღირსი თეოფანე ანტიოქელისა.

მღვდელმოწამე ტიმოთემ, ქალაქ პრუსის ეპისკოპოსმა სიწმინდის გამო ღვთისაგან სასწაულმოქმედების ძალი მიიღო. იმპერატორმა ივლიანე განდგომილმა ტიმოთე ციხეში ჩაამწყვდია, მაგრამ მღვდელმთავარი იქაც განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას. ამის გამო მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი ალექსანდრე და ანტონინა ქალწული ქრისტიანობის აღიარებისთვის ევნენ 313 წელს.

მღვდელმთავარმა ბასიანემ, ლიდიის ეპისკოპოსმა ბავშვობიდან შეიყვარა ქრისტიანობა და მისი მიმდევარი გახდა. თავისი ღვაწლის გამო ის ქალაქ ლიდიის ეპისკოპოსად აირჩიეს. მან 39 წელიé მღვდელმთავრობაში გაატარა და 409 წელს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1889 — ანა ახმატოვა, დიდი რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1966 წელს.

1906 — ვოლფგანგ კიოპენი, გერმანელი მწერალი. გარდაიცვალა 1996 წელს.

1910 — ჟან ანუი, ფრანგი დრამატურგი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1930 — კობა გურული, მხატვარი, გარდაიცვალა 2010 წელს..

გარდაიცვალნენ:

1943 — ლადო ასათიანი, პოეტი.

1852 —კარლ ბრიულოვი, მხატვარი. მას ფერწერის მეფეს ეძახდნენ.

1956 — რეინჰოლდ გლიერი, საბჭოთა კომპოზიტორი.

1995 — ჯონას ედვარდ სოლკი, ამერიკელი ექიმი, გამოიგონა პოლიომელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მოვლენები:

930 — დაარსდა მსოფლიოში უძველესი პარლამენტი — ისლანდიური ალტინგი.

1828 _ ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ყარსი.

1860 — დაარსდა აშშ-ს საიდუმლო ორგანიზაცია, თანამშრომლების პირველი დავალება ყალბი დოლარების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

2001 — უკრაინაში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა რომის პაპი იოანე პავლე II.

ღირსსახსოვარი დღეები:

საერთაშორისო ოლიმპიური დღე

ლუქსემბურგი _ ერცჰერცოგის დაბადების დღე

რუსეთი _ გამომგონებლის დღე

ესტონეთი _ კაიზერულ მხედრობაზე ესტონური ჯარების გამარჯვების დღე

ესტონეთი _ თავისუფლების დღე

ლიტვა _ გენოციდის მსხვერპლთა _ ებრაელთა ხსოვნის დღე

მოლდოვა _ დამოუკიდებლობის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი