უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 მაისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 23 მაისი

წლის 132-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 223 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ყოვლადქებულისა მოციქულისა სიმონ მოშურნისა (კანანელისა), საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელისა (I);

მოციქულისა სიმონ მოშურნისა, კანანელისა, საქართველოში ქრისტანობის მქადაგებლისა (I); მოწამეთა: ალფესისა, ფილადელფისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიქი აღმსარებლისა, სინკლიტიკოსისა (სენატორისა), ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V); ღირსისა ნისიმესი.

წმიდა მოციქული სვიმონ მოშურნე იყო ძე მართალი იოსებისა და ხორციელად ძმა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, წარმოშობით გალილეას კანადან. იგი იყო ერთი თორმეტ მოციქულთაგანი. პირველი სასწაული, რომელიც მაცხოვარმა აღასრულა _ წყლის გარდასახვა ღვინოდ, სწორედ მის სახლში მოხდა. ამ სასწაულის ძალით ირწმუნა სვიმონმა მთელი გულითა და სულით უფალი იესო ქრისტე, მიატოვა ყოველივე და მას შეუდგა. ჭეშმარიტებისადმი თავისი თავდადებული ერთგულებისათვის მას მოშურნე უწოდეს. წმიდა მოციქული სვიმონი ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, ლიბიაში, კვირინეასა და ბრიტანეთში. პირველწოდებულ ანდრიასთან ერთად სვიმონ კანანელმა საქართველოშიც იქადაგა ქრისტე. იგი აფხაზეთში მოწამებრივად აღესრულა _ ჯვარს ეცვა წარმართთაგან. იგი დაკრძალულია ქალაქ ნიკოფსიაში (ახალი ათონი), სოხუმთან ახლოს. შემდეგში წმიდა მოციქულის მოღვაწეობის ადგილზე, იბერიის მთაზე, სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტერი აღაშენეს. ის მღვიმე, რომელშიც მოსაგრეობდა ეს წმიდა მოციქული, დღემდეა შემორჩენილი.

წმიდა მოწამენი ალფიოსი, ფილადელფოსი, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და 14 სხვა, მათთან ერთად ვნებული, წარმოშობით იტალიელები იყვნენ. ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე იტალიის განმგებელ ვიტელიუსის ძენი იყვნენ. ქრისტეს რწმენით ისინი წმიდა ონისიმემ განანათლა და მანვე მონათლა მომავალი მოწამეები. იმ ხანებში იმპერატორ ლიკინიუსის ბრძანებით ყველგან დაეძებდნენ შესაპყრობად ქრისტიანებს და აწამებნენ მათ. ეს ღვთისმოშიში ძმებიც შეიპყრეს. წმიდა ონისიმეს მძიმე ლოდით შეუმუსრეს მკერდი, ერაზმსა და 14 სხვა მოწამეს კი თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ისიხი ანტიოქიელი იმპერატორ მაქსიმიანე გალეროსის დროს ცხოვრობდა ქალაქ ანტიოქიაში, სადაც მეტად მაღალი და საპატიო თანამდებობა ეკავა საიმპერატორო კარზე. მაქსიმიანემ იმ ხანებში გამოსცა ედიქტი, რომლითაც სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა ქრისტიანს ჩამოართვა სამხედრო წოდება და სამსახურიდანაც დაითხოვა. მათ შორის აღმოჩნდა წმიდა ისიხიც, რომელიც საშინლად აწამეს. წმიდანის მოწამებრივი აღსასრულის წელი ზუსტად არ არის ცნობილი, დაახლოებით ეს 305-311 წლებში მოხდა.

ღირსი დედა ისიდორა, ქრისტეს მიერ სალოსი, მეექვსე საუკუნეში მოღვაწეობდა თაბენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსის ღვაწლი იტვირთა. სავანის მკვიდრთაგან ბევრი ათვალწუნებით ექცეოდა მას, მაგრამ წმიდა ისიდორა მოთმინებითა და სიმდაბლით იტანდა ამას. წმიდა ისიდორა მდუმარი სალოსი იყო.

დაიბადნენ:

1707 — კარლ ლინეი, შვედი ბუნებისმეტყველი. გარდაიცვალა 1778 წელს.

1891 — პერ ფაბიან ლაგერკვისტი, შვედი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1908 — ჯონ ბარდინი, ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1923 — რევაზ ჯაფარიძე, მწერალი. გარდაიცვალა 1999 წელს.

1928 _ გიორგი გიგაური, პოეტი.

1951 — ანატოლი კარპოვი, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ჭადრაკში.

1958 — კონსტანტინე ჯანდიერი, მწერალი, კინოსცენარისტი.

გარდაიცვალნენ:

1871 — იაროსლავ დომბროვსკი, პოლონელი რევოლუციონერი.

1906 — ჰენრიკ იბსენი, ნორვეგიელი დრამატურგი.

1937 — ჯონ დევიდსონ როკფელერი, ამერიკელი მილიონერი, 1870 წელს მან დააარსა სტანდარდ-ოილი.

1989 — გიორგი ტოვსტონოგოვი, თეატრის რეჟისორი.

მოვლენები:

1453 წელი — დაეცა კონსტანტინოპოლი. სულთან მეჰმედ II ჯარებმა საბოლოოდ დაამარცხეს ბიზანტია.

1915 წელი — იტალიამ ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა.

1949 წელი — გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ კონსტიტუცია მიიღო.

1960 წელი — ისრაელმა შეიპყრო ნაცისტი დამნაშავე ადოლფ ეიჰმანი, რომელიც არგენტინაში იმალებოდა.