უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 მარტი, 2019 12:03
font-size

დღის კალენდარი _ 23 მარტი

წლის 83-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 283 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (XI); მოწამისა კოდრატესი და მისთანა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანექტისა, პავლესი, კრისკენტისა, სხვა დიონისესი, ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდიოსისა, დიოდორესი, სერაპიონისა, პაპიუსისა, ლეონიდესი და მოწ. დედათა: ქარიესასი, ნუნექიასი, ბასილისასი, ნიკასი, გალისა, გალინასი, თეოდორასი და სხვა მრავალთა (258); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (III); ღირსისა ანასტასიასი (567-568).

დაიბადნენ:

1749 – ლაპლას პიერ სიმონი, ასტრონომი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი.

1873 – დიმიტრი არაყიშვილი, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1953 წელს.

1900 – ერიხ ფრომი, ფსიქოლოგი.

1913 – იური კაჭარავა, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 1994 წელს.

1923 _ მედეა ჯაფარიძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1944 – ჯემალ აჯიაშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 2013 წელს.

1949 _ ზაურ კალანდია, მწერალი.

1959 _ ვახტანგ კახიძე, კომპოზიტორი, დირიჟორი.

გარდაიცვალნენ:

1842 – სტენდალი, ფრანგი მწერალი.

1923 – ოვანეს თუმანიანი, სომეხი მწერალი.

მოვლენები:

1698 – დაფუძნდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი. ორდენის დევიზია „რწმენა და ერთგულება“.

1806 – ინგლისის პარლამენტმა აკრძალა მონებით ვაჭრობა.

1871 – მარსელში კომუნის გამოცხადება.

1964 – გამოიცა ჯონ ლენონის წიგნი „Iნ Hის Oწნ ჭრიტე“

ღირსსახსოვარი დღეები:

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე.

პაკისტანის დღე – 1956 წელს ისლამური რესპუბლიკის გამოცხადების აღსანიშნავად.

ბოლივია — ხსენების დღე.

ლაოსი — შეიარაღებული ძალების დღე.

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019