უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 ნოემბერი, 2017 10:02
font-size

დღის კალენდარი - 23 ნოემბერი

წლის 326-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 40 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა დიდმოწამისა და ძლევამოსილი გიორგისა.

წმიდა გიორგი ხორციელად ნათესავი იყო წმინდა მოციქულთასწორი ნინოსი _ ქართველთ განმანათლებლისა.

წმიდა გიორგი დაიბადა III საუკუნეში კაბადოკიაში, ქრისტიანულ ოჯახში. ადრე დაქვრივებულ დედას იგი პალესტინაში წაუყვანია და იქ აღუზრდია.

გიორგი რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა.

კერპთაყვანისმცემელმა დიოკლიტიანემ ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას, გიორგიმ თავისი ქონება გლახაკთ დაურიგა და წინ აღუდგა იმპერატორს. წმინდა გიორგი სიკვდილით დასაჯეს 303 წლის 23 აპრილს (ძვ.სტ.). მისი განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა.

წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე უფრო ცნობილია მის მიერ გველეშაპის განგმირვა. საეკლესიო ხატებზეც იგი სწორედ ასეა გამოსახული _ თეთრ ცხენზე ამხედრებული შუბით გველეშაპს კლავს.
საქართველოში წმიდა გიორგის მოსახსენებლად აღიარებულია მისი ბორბალზე წამების დღე (23 ნოემბერი ახ.სტილით, 10 ნოემბერი ძვ. სტილით). ეს დღესასწაული თვით წმიდა ნინომ დააწესა, წმიდა გიორგის საგვემელ ურმის თვალზე ტანჯვათა მოსახსენებლად. აგრეთვე მოიხსენიება მისი აღსრულების დღე (6 მაისი ახ.სტილით, 23 აპრილი ძვ. სტილით).

ხსენება 70-თაგან წმიდა მოციქულების: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტეტრისა; მღვდელმოწამე მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისი ორი მოწაფის _ ევორი ხუცისა და ევნოი დიაკვნისა;

წმიდა მოწამეების: ორესტი მკურნალისა და კონსტანტი კახისა.

წმიდა მოწამე კონსტანტი კახი ზემო ქართლის ერისთავი იყო და VIII- IX საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ცნობილი იყო, როგორც თავისი დიდი წარჩინებითა და სიმდიდრით, ისე ქრისტიანული ღვთისმოშიშებით. წმინდა კონსტანტიმ იერუსალიმშიც იმოგზაურა წმიდა ადგილების თაყვანისაცემად, სადაც დიდძალი საფასე უწყალობა ეკლესიებს, გლახაკებსა და წმიდა ქალაქის მკვიდრთ. სამშობლოში დაბრუნებული წმიდანი უწინდებური კეთილმსახურებით განაგრძობდა სათნო ცხოვრებას. ასე მიაღწია ღვთის ამ სათნომყოფელმა 85 წლის ასაკს. იმ ხანებში დამპყრობლებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს მთელს ქართლში. სხვებთან ერთად წმიდა კონსტანტიც შეიპყრეს და ქალაქ თბილისში მიჰგვარეს ამირა ბუღას, რომელმაც ბრძანა საპყრობილეში ჩაემწყვდიათ იგი, როგორც ქართლის ქრისტიანთა წინამძღოლი. მან მტკიცედ აღიარა რწმენა ქრისტესი, რისთვისაც წმიდანს თავი მოჰკვეთეს.
ეს მოხდა 853 წლის 23 ნოემბერს (ახ.სტ.), დიდმოწამე გიორგის დღესასწაულზე.

დაიბადნენ:

1804 – ფრანკლინ პირსი, ამერიკის მე-14 პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1869 წელს.

1844 – რობერტ სეიმურ ბრიჯეზი, ინგლისელი პოეტი, გარდაიცვალა 1930 წელს.

1876 – მანუელ დე ფალია, გამოჩენილი ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი. გარდაიცვალა 1946 წელს.

1870 – გიორგი ნათაძე, ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მკვლევარი, გარდაიცვალა 1946 წელს.

1890 _ გიორგი ჩიტაია, ეთნოგრაფი. გარდაიცვალა 1986 წელს.

1890 – არკადი გოცირიძე, ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1954 წელს.

1903 – ელიზბარ ზედგენიძე, ქართველი მწერალი, გარდაიცვალა 1983 წელს.

1909 _ ირაკლი აბაშიძე, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1992 წელს.

1913 – გიორგი ყანჩაველი, ქართველი ენტომოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გარდაიცვალა 1982 წელს.

1924 – გიორგი გიგაური, , აკადემიკოსი.

1933 _ ერლომ ახვლედიანი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1940 _ რუსუდან ტოზაშვილი, მხატვარი.

1950 – ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი.

1951 – ჯონი ხეცურიანი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

გარდაიცვალნენ:

1737 – ალექსანდრე ბატონიშვილი, კახეთის მეფის დავით II-ის უფროსი ვაჟიშვილი.

1866 – პოლ გავარნი (სიულპის გიიომ შევალიე), ფრანგი თვითნასწავლი გრაფიკოსი, ლითოგრაფიისა და აკვარელის ოსტატი.

1870 – პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი.

1932 – ლუი მალი, ფრანგი რეჟისორი.

1976 – ანდრე მალრო, ფრანგი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე.

1976 – გრიგოლ ცეცხლაძე, ქართველი პოეტი.

მოვლენები:

1866 წელი – თავდასხმა მოხდა რუსეთის მეფე ალექსანდრე II-ზე.

1906 წელი – გამოქვეყნდა სტოლიპინის მიწის კანონი, რომლითაც დაიწყო ცნობილი სტოლიპინის რეფორმა.

1923 წელი – გერმანიაში აიკრძალა კომუნისტური პარტია.

1924 წელი – მოსკოვის რადიომ დაიწყო თავისი პირველი სრულმასშტაბიანი რადიოგადაცემები.

1935 წელი – ამერიკელმა მკვლევარმა ლინკოლნ ელსუორტმა პირველმა გადაუფრინა ანტარქტიდას, უედელის ზღვიდან როსის ზღვამდე.

1936 წელი – გამოვიდა ამერიკული ჟურნალ `Lიფე”-ის პირველი ნომერი.

1946 წელი – საფრანგეთის სამხედრო გემებმა დაბომბეს ვიეტნამის ნავსადგური ხაიფონი. ამ ინციდენტით დაიწყო ინდოჩინეთში საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი ომი იყო XX საუკუნეში.

1955 წელი – საბჭოთა კავშირში ააფეთქეს ატომური ბომბა, რომლის ენერგია 300-ჯერ უფრო მეტი იყო ხიროსიმაში აფეთქებულ ბომბზე.

1974 წელი – ვლადივოსტოკში აშშ-ს პრეზიდენტის ფორდის და ბრეჟნევის შეხვედრაზე დაიწყო მოლაპარაკებები სამხედრო შეიარაღების შესახებ.

1987 წელი – ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ შულცის და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის შეხვედრისას ხელი მოაწერეს პროექტს საშუალო სიშორის ატომური რაკეტების განადგურების შესახებ.

2003 _ თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.