უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 სექტემბერი, 2017 09:55
font-size

დღის კალენდარი _ 23 სექტემბერი

წლის 266-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 99 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოწამე მინადორასი, მიტრადორასი და ნიმფადორასი (305-311); მოციქულთა: აპელისა, ლუკასი და კლიმენტისა – სამეოცდაათთაგანისა (I). მოწამე ვარიფსავასი (II); კეთილმორწმუნე დედოფლისა ბერძენთა პულქერიასი (453); წმიდათა პეტრესი და პავლესი — ნიკიელ ეპისკოპოსთა (IX).

დაიბადნენ:

ქ. წ. 63 _ გაიუს ავგუსტუსი, რომის იმპერატორი. გარდაიცვალა ქ.შ. 14 წელს.

1900 — ვერიკო ანჯაფარიძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1901 — იაროსლავ სეიფერტი, ჩეხი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1943 — ხულიო იგლესიასი, ცნობილი ესპანელი მომღერალი.

გარდაიცვალნენ:

1835 — ვინჩენცო ბელინი, იტალიელი კომპოზიტორი.

1870 — პროსპერ მერიმე, ფრანგი მწერალი.

1889 — უილკი კოლინზი, ინგლისელი მწერალი.

1928 — როალდ ამუნდსენი, ნორვეგიელი პოლარული მოგზაური და მკვლევარი .

1939 — ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრიელი ექიმი და ფსიქოანალიტიკოსი.

1973 — პაბლო ნერუდა, ჩილელი პოეტი.

მოვლენები:

1733 — სანკტ-პეტერბურგში გაიხსნა ერმიტაჟის თეატრი.

1846 — გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ჰალეიმ აღმოაჩინა მზის სისტემის მერვე პლანეტა — ნეპტუნი.

1857 — რუსეთის გემი „ლეფორტი“ ფინეთის ყურეში ჩაიძირა. დაიღუპა 826 ადამიანი.

1991 — სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1999 — დაკრძალეს საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის მეუღლე რაისა გორბაჩოვა.

ღირსსახსოვარი დღეები:

შემოდგომის ბუნიობა.

ზღვის მსოფლიო დღე.

საუდის არაბეთი — სამეფოს გაერთიანების დღე

ლიტვა – გენოციდის მსხვერპლთა დღე.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე