უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

24 აპრილი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 24 აპრილი

წლის 115-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 251 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა (დაახლ. 68); მოწამეთა: პროკლესი და მარტინიანესი (დაახლ. 67); ღირსისა ფარმუთისა (IV); ღირსისა იოანესი, ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (IX).

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა _ მოწაფე წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა _ ეპისკოპოსი იყო პერღამის ეკლესიისა იმპერატორ ნერონის დროს.

იმ ხანებში იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კი მსხვერპლს არ შესწირავდა წარმართულ კერპებს, სიკვდილით სჯიდნენ ან ასახლებდნენ. იმ დროს კუნძულ პატმოსზე გადასახლებული იყო წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც უფალმა სამყაროსა და წმიდა ეკლესიის მომავალი ბედი გამოუცხადა იქ.

მღვდელმთავარმა ანტიპამ, თავისი პირადი ცხოვრების მაგალითით, მტკიცე რწმენითა და დაუღალავი ქადაგებით ქრისტესი მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ რწმენაზე.

განრისხებულმა ქურუმებმა ძალით წაიყვანეს მღვდელმოწამე ანტიპა არტემიდას წარმართულ ტაძარში, სადაც წმიდანმა უფალს მიაბარა სული.

წმიდა მოწამენი პროკლე და მარტიანე წარმართები იყვნენ და ციხის მცველებად მსახურობდნენ რომის მამერტინის საპყრობილეში. მათ შეიცნეს ჭეშმარიტი რწმენა მაცხოვარ ქრისტესი, მტკიცედ ირწმუნეს ქრისტე და ნათელიც იღეს თვით პეტრე მოციქულის ხელიდან. როდესაც ამის შესახებ ციხის უფროსმა შეიტყო, წმიდანებს ქრისტეს სჯულისაგან განდგომა მოსთხოვა. მაგრამ წმიდა აღმსარებლებმა უშიშრად აღიარეს თავი ქრისტიანებად, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს და შემდეგ თავები მოჰკვეთეს.

ღირსი ფარმუთიოსი IV საუკუნეში ცხოვრობდა და იმავე უდაბნოში იღვწოდა, სადაც ღრმა ჭაში ღირსი იოანე მოსაგრეობდა. საზრდოს წმიდა იოანეს ღირსი ფარმუთიოსი აწვდიდა.

დაიბადნენ:

1884 _ ამადეო მოდილიანი, ცნობილი იტალიელი მხატვარი. გარდაიცვალა 1920 წელს.

1896 _ დიმიტრი მჟავია, ცნობილი მსახიობი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1899 _ იოსებ გრიშაშვილი, თვალსაჩინო პოეტი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1903 _ აკაკი ბელიაშვილი, ცნობილი მწერალი და ბელეტრისტი. გარდაიცვალა 1961 წელს.

1933 _ რეზო ჭეიშვილი, ცნობილი მწერალი. გარდაიცვალა 2015 წელს.

1942 _ კარლო ფაჩულია, მხატვარი, გრაფიკოსი.

გარდაიცვალნენ:

1931 _ დავით კლდიაშვილი, გამოჩენილი მწერალი.

1966 _ სიმონ ჩიქოვანი, გამოჩენილი პოეტი.

1960 _ მაქს ფონ ლაუე, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1964 _ გერჰარდ დიმაკი, ცნობილი გერმანელი მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1915 წელი _ თურქეთში დაიწყო სომეხთა გენოციდი.

1953 წელი _ დედოფალმა ელიზაბეტ II უინსტონ ჩერჩილს რაინდობა მიანიჭა.

1989 წელი _ პეკინში დაიწყო სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები.

ღირსსახსოვარი დღეები:

ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე

სომხეთი _სომეხთა გენოციდის დღე