უკან

დღის კალენდარი

24 იანვარი, 2019 10:40
font-size

დღის კალენდარი _ 24 იანვარი

წლის მე-24 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 341 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა თეოდოსი დიდისა — ზოგადცხოვრებულთა თავისა (529) და თეოდოსი ანტიოქელისა (დაახლ. 412).

ღირსი თეოდოსი დიდი ცხოვრობდა V-VI საუკუნეების მიჯნაზე და საძმო საცხოვრებელი მონასტრების ფუძემდებელი იყო. იგი კაპადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა.

თავის ამქვეყნიურ სიცოცხლეში ღირს თეოდოსის მრავალი კურნება და სასწაული აღუსრულებია. ის 105 წლისა აღესრულა.

წმიდა თეოდოსი, იღუმენი ათონისა და მიტროპოლიტი ტრაპიზონისა, დაიბადა სოფელ კორიცაში. თვრამეტი წლისამ მან მონოზონება მიიღო კონსტანტინეპოლში და ათონის მთაზე წავიდა, თილოთის სავანეში. აქ იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი ტრაპიზონის ეკლესიის მიტროპოლიტად დაადგინეს.

დაიბადნენ:

ჩვ. წ. აღ-ით 76 — ადრიანე, რომის იმპერატორი. გარდაიცვალა 138 წელს.

1712 _ ფრიდრიხ II დიდი, პრუსიის მეფე, მხედართმთავარი. გარდაიცვალა 1786 წელს.

1732 — პიერ დე ბომარშე, გამოჩენილი ფრანგი დრამატურგი. გარდაიცვალა 1799 წელს.

1776 — ერნესტ თეოდორ ჰოფმანი, ცნობილი გერმანელი მწერალი. გარდაიცვალა 1822 წელს.

1848 — ვასილი სურიკოვი, ცნობილი რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1860 – გრიგოლ ვოლსკი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1909 წელს.

1904 _ ჯორჯ ბალანჩინი, ბალეტმეისტერი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1924 — ნოდარ კაკაბაძე, ლიტერატურათმცოდნე.

1933 — გივი გეგეჭკორი, მწერალი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1999 წელს.

გარდაიცვალნენ:

1791 — ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი), პოეტი.

1900 _ გიორგი წერეთელი, მწერალი, პუბლიცისტი.

1920 — ამადეო მოდილიანი, იტალიელი მხატვარი მოდერნისტი.

1965 — უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

მოვლენები:

41 წელი — პალატინური თამაშების დროს რომში პრეტორიანელმა სამხედრო ტრიბუნმა კასიუს ჰერეამ მოკლა იმპერატორი კალიგულა.

1939 წელი — ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1942 წელი — პირველი შეიარაღებული აჯანყება მოხდა გულაგის ბანაკებში.

1986 წელი — ავტომატურმა პლანეტთაშორისმა სადგურმა „ვოიაჯერ-2“ ურანს ჩაუფრინა.

2000 წელი — სტრასბურგში გაიხსნა ევროპული კავშირის საპარლამენტო ასამბლეის სესია.

ღირსსახსოვარი დღეები:

ჩინეთი, ტაივანი — ჩინური ახალი წელი

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019