უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

24 ივნისი, 2021 08:18
font-size

დღის კალენდარი - 24 ივნისი

წლის 176-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 190 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მოციქულთა ბართლომესი და ბარნაბასი (I), ღვთისმშობლის ხატისა `ღირს არს” (X).

წმიდა მოციქული ბართლომე გალილეის ქალაქ კანიდან იყო. იგი ქრისტეს 12 მოციქულთაგანია.

წმიდა მოციქული ბარნაბა დაიბადა კუნძულ კიპროსზე მდიდარ ებრაულ ოჯახში და მას იოსები ერქვა.

წმიდანი ღვთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს უფალმა იესო ქრისტემ საზოგადოდ დაიწყო ქადაგება. იოსებმა, რომელმაც თავისი თვალით იხილა უფალი და მის ღვთაებრივ სიტყვებსაც მოუსმინა, იწამა იგი, ვითარცა მესია და გაჰყვა მას. უფალმა იგი 70 მოწაფეთა შორის გამოარჩია. უფლის მიმდევართა შორის იოსებმა მეორე სახელი _ ბარნაბა მიიღო.

მოციქული ბარნაბა დაახლოებით 62 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ადგილზე ბევრი სასწაული მოხდა. 448 წელს იმპერატორ ზენონის დროს მოციქული ბარნაბა სამჯერ გამოეცხადა კიპროსის არქიეპისკოპოს ანთიოზს და თავისი წმიდა ნაწილების ადგილსამყოფელი მიუთითა.

მითითებული ადგილი გათხარეს ქრისტიანებმა და მიაკვლიეს მოციქულის უხრწნელ ცხედარს და მის გულზე დასვენებულ სახარებას. მას შემდეგ კიპროსის ეკლესიას სამოციქულო ეწოდა.

ღვთისმშობლის ხატი `ღირს არს” დასვენებულია ათონის მთაზე, კარეის სავანის მთავარი ტაძრის საკურთხეველში.

დაიბადნენ:

1838 _ იან მატეიკო, პოლონელი მხტვარი. გარდაიცვალა 1893 წელს.

1850 _ ჰორაციო კიტჩენერი, ინგლისელი ფელდმარშალი, გრაფი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1913 _ აკაკი სურგულაძე, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1915 _ ფრედ ჰოილი, ინგლისელი ასტრონომი.

1954 _ გიორგი გაჩეჩილაძე, საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტარი.

გარდაიცვალნენ:

1908 _ სტივენ კლივლენდი, აშშ-ს 22-ე და 24-ე პრეზიდენტი.

1978 _ მსტისლავ კელდიში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

მოვლენები:

1793 წელი _ საფრანგეთის კონვენტმა მიიღო პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია.

1894 წელი _ პარიზში კონგრესზე, რომელიც ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით იყო მოწვეული, მიიღეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შექმნისა და ოლიმპიური თამაშების ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.

1894 წელი _ პარიზში გაიხსნა პიკასოს სურათების გამოფენა.

1920 წელი _ საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟანა დ’არკის ხსენების დღის დაწესების შესახებ, რომელიც აღინიშნება მაისის მეორე კვირას.

ღირსსახსოვარი დღეები:

კანადა _ იაოანე ნათლისცემლის დღე, კვებეკის ეროვნული დღე.

სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები _ ზაფხულის დღე

პერუ — ინდიელების დღე

ვენესუელა — არმიის დღე

ჩუვაშეთი _ სახელმწიფოებრიობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი