უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

23 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 24 ოქტომბერი

წლის 298-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 68 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მოციქულ ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I); ღირსი თეოფანე აღმსარებლისა, კანონთმქმელისა, ნიკეის ეპისკოპოსისა (დაახლ. 850). მოწამეთა ზინაიდასი და ფილონილასი (I).

70-თაგან წმიდა მოციქული ფილიპე დაიბადა პალესტინის ქალაქ კესარიაში. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ 12-მა მოციქულმა იგი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა და ქვრივ-ობლებსა და დავრდომილებზე ზრუნვა დააკისრა. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა მოციქულმა ფილიპემ დასტოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში წავიდა, სადაც წარმატებით ქადაგებდა ქრისტიანობას. წმიდანი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, შემოქმედი კანონთა და ეპისკოპოსი ნიკეისა უმრწემესი ძმა იყო ღირსი თეოდორე გამომწერლისა. მათი მთავარი მისწრაფება ღვთის შემეცნება იყო, რისთვისაც ისინი წმიდა საბას ლავრაში განმარტოვდნენ. იქ წმიდა თეოფანე ბერად აღიკვეცა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ხუცესიც გახდა.

ქრისტიანთა დევნისას ძმებს მრავალი გაჭირვებისა და სატანჯველის გადატანა მოუხდათ. შემდეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა თეოდორე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ის მალე გარდაიცვალა, ხოლო ღირსი თეოფანე გადასახლებაში გაგზავნეს. ღირსი თეოფანე აღმსარებელი მშვიდობით აღესრულა დაახლოებით 850 წელს.

მოწამენი ზინაიდა და ფილონილა წარმოშობით ქალაქ ტარსიდან იყვნენ. ისინი ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად ერთ გამოქვაბულში დასახლდნენ, სადაც განუწყვეტელ ლოცვაში და შრომაში ეწეოდნენ მოსაგრე ცხოვრებას. წმიდანები კურნავდნენ ყველას, ვინც კი შეწევნისათვის მიმართავდა მათ და ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოქცევით განამრთელებდნენ ადამიანთა სულებს. უფლისათვის წმიდა შურისათვის ქრისტეს ამ მქადაგებლებმა მოწამებრივი გვირგვინი მიიღეს. კერპთაყვანისმცემლებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.

დაიბადნენ:

1632 – ანტონი ვან ლევენჰუკი, ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველი, მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1723 წელს.

1845 – სერგი მესხი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1893 – ვახტანგ კოტეტიშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. გარდაიცვალა 1937 წელს.

1915 – გიორგი ციციშვილი, ქიმიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1916 – ეკატერინე ბაღდავაძე, ცნობილი ფერმწერი. გარდაიცვალა 1975.

1925 – ლუჩანო ბერიო, იტალიელი კომპოზიტორი.

1925 _ გიორგი ხუხაშვილი, მწერალი.

1941 _ ფრიდონ სულაბერიძე, ქორეოგრაფი.

1957 – ნინელი ჭანკვეტაძე, კინოსა და თეატრის მსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1601 – ტიხო ბრაჰე, დანიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.

1592 – პიერ გასენდი, ფრანგი ფილოსოფოს-მატერიალისტი, მუშაობდა აგრეთვე ასტრონომიის, მათემატიკის, მექანიკისა და მეცნიერების ისტორიის სფეროში.

1660 – ალესანდრო სკარლატი‚ იტალიელი კომპოზიტორი, ნეაპოლური საოპერო სკოლის ფუძემდებელი.

1832 – შარლ ლეკოკი, ფრანგი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1648 წელი – წმინდა რომის იმპერიამ აღიარა შვეიცარიის დამოუკიდებლობა.

1795 წელი – პოლონეთი მესამედ გაიყვეს ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა.

1813 _ დაიდო გულისტანის ზავი, რითაც დასრულდა რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომი.

1851 წელი – ასტრონომმა უილიამ ლასელმა აღმოაჩინა ურანის ორი თანამგზავრი – არიელი და უმბრიელი.

1855 წელი – ვენაში ჩატარდა იოჰან შტრაუსის ოპერეტის „ბოშათა ბარონის“ პრემიერა.

1856 წელი – სამხრეთ ავსტრალიამ მიიღო კონსტიტუცია.

1861 წელი – გაიგზავნა პირველი ტრანსკონტინენტური დეპეშა.

1882 წელი – რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირები.

1904 წელი – გვატემალაში ვულკან სანტა-მარიას ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ათასი ადამიანი.

1924 წელი – პარიზში დაფუძნდა ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“ გენერალ ლეო კერესელიძის წინამძღოლობით.

1924 წელი – ჰოლანდიელ ფიზიოლოგს ვილემ ეინდჰოვენს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

1938 წელი – ამერიკაში აკრძალეს ბავშვთა შრომა სამრეწველო ობიექტებზე.

1945 წელი – გაერო ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა.

1948 წელი – ბერნარდ ბარუხმა პირველად გამოიყენა ტერმინი „ცივი ომი“.

1951 წელი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოუშვა პირველი საფოსტო მარკა.

1964 წელი – ზამბიამ დამოუკიდებლობა მიიღო.

ღირსსახსოვარი დღეები:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე

ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე

განიარაღების კვირა (24.10-30.10)

ზამბია — დამოუკიდებლობის დღე.