უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

24 სექტემბერი, 2021 09:13
font-size

დღის კალენდარი _ 24 სექტემბერი

წლის 267-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 98 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა (1795). ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ევანთიასი, ცოლისა მისისა და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმე ასურელთა; მოწამისა იასი (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილოანე ათონელისა (1938).

დაიბადნენ:

1717 – ჰორაციო უოლპოლი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1797 წელს.

1869 – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ამერიკელი მწერალი, „დიდებული გეტსბის“ ავტორი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1898 – კოხტა ყარალაშვილი‚ კინომსახიობი. გარდაიცვალა 1947 წელს.

1893 – ნიკოლოზ ანთელავა, ქირურგი, აკადემიკოსი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. გარდაიცვალა 1970 წელს.

1924 – ვერა წიგნაძე‚ ბალერინა‚ საქართველოს სახალხო არტისტი.

1928 – ზურაბ ტატაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

1931 – როლან კილაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

1956 – გია ბუღაძე‚ მხატვარი.

გარდაიცვალნენ:

1541 – პარაცელსი, შუა საუკუნეებში ცნობილი ექიმი და ალქიმიკოსი.

1802 – ალექსანდრ რადიშჩევი, რუსი მოაზროვნე, მწერალი.

1812 – პეტრე ბაგრატიონი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი. 1812 წლის `სამამულო ომის~ გმირი. დაიბადა 1765 წელს.

1920 – კარლ ფაბერჟე, ცნობილი იუველირი.

მოვლენები:

1606 – დაიწყო ივანე ბოლოტნიკოვის აჯანყება‚ პირველი სერიოზული გამოსვლა ბატონყმობის წინააღმდეგ.

1789 – შეიქმნა შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო.

1829 – რუსეთმა და ოსმალეთმა ადრიანოპოლში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას.

1905 — შვედეთმა აღიარა ნორვეგიის დამოუკიდებლობა.

1941 — ლონდონში გაიხსნა ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელთა კონფერენცია.

ღირსსახსოვარი დღეები:

ისრაელი _ ახალი წლის დადგომა _ როშ აშანა

იაპონია _ შემოდგომის ბუნიაობა.

კამბოჯა _ კონსტიტუციის დღე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა _ მემკვიდრეობის დღე.

გვინეა-ბისაუ _ დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი