უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

24 თებერვალი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 24 თებერვალი

წლის 55-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 309 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა ვლასისა, სებასტიელი მთავარეპისკოპოსისა (308-232); მართლისა თეოდორასი, საბერძნეთის დედოფლისა, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (დაახლ. 867); პოვნა პატიოსანთა ნაწილთა მართლისა ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა (451); მოწამეთა 2-თა ყრმათა და 7-თა დედათა, წმიდისა ვლასი სებასტიელის თანამოსაგრეთა; ღირსისა დიმიტრი პრილუცკელისა (1392); ფოტისი და აღაპისი და მისთანა მარტვილთა ალექსანდრიელთა; მოწამისა გიორგი სერბისა (1532).

დაიბადნენ:

1313 – ჯოვანი ბოკაჩიო, იტალიელი მწერალი, გარდაიცვალა 1375 წელს.

1744 – ფიოდორ უშაკოვი, რუსი ადმირალი.

1786 – ვ. გრიმი, მწერალი-მეზღაპრე, გარდაიცვალა 1859 წელს.

1804 – ემილ ლენცი, ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი, ჯოულ-ლენცის კანონის აღმომჩენი.

1873 – ენრიკო კარუზო, გამოჩენილი იტალიელი მომღერალი (ტენორი). გარდაიცვალა 1921 წელს.

1913 – ემანუილ კაზაკევიჩი, რუსი მწერალი, გარდაიცვალა 1962 წელს.

1932 – მიშელ ლეგრანი, კომპოზიტორი, ჯაზის პიანისტი და დირიჟორი.

1950 _ იაშა თანდილავა, პოეტი.

გარდაიცვალნენ:

1810 – ჰენრი კავენდიში, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, წყალბადის აღმომჩენი, დაიბადა 1731 წელს.

1993 – ბობი მური, ინგლისელი ფეხბურთელი.

მოვლენები:

1714 წელი – რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა სანკტ-პეტერბურგში ბოტანიკური ბაღი დააარსა.

1846 წელი _ გაიხსნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

1848 წელი – პარიზში მონარქია დაამხეს და II რესპუბლიკა გამოაცხადეს.

1895 წელი – კუბაში დაიწყო სახალხო აჯანყება ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ.

1918 წელი – ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1942 წელი – მუშაობას იწყებს რადიოსადგური „ამერიკის ხმა“.

1964 წელი – კასიუს კლეი (მოჰამედ ალი) კრივში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1969 წელი – მარსის მიმართულებით გაუშვეს ამერიკული ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური „მარინერ-6“.

1988 წელი – ბერლინის ოპერის თეატრში დონიცეტის ოპერის „სიყვარულის სასმელის“ დამთავრების შემდეგ იტალიელი მომღერალი ლუჩანო პავაროტი 165-ჯერ გამოიძახეს სცენაზე, აპლოდისმენტები 1 საათს და 7 წუთს გრძელდებოდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

განა – თავისუფლების დღე.

მექსიკა – დამოუკიდებლობის დღე.

ესტონეთი — დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`