უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 მაისი, 2019 11:30
font-size

დღის კალენდარი _ 25 მაისი

წლის 136-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 220 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსისა (403); გერმანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (740); საბინე კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბისა, რინოკირელი ეპისკოპოსისა (V) მღვდელმოწამისა ერმოგენისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1913).

მღვდელმთავარი ეპიფანე, ეპისკოპოსი კიპროსისა, IV საუკუნეში ცხოვრობდა ფინიკიაში. წარმოშობით იგი ებრაელი იყო და სიჭაბუკეში კარგი განათლება მიიღო. ქრისტიანულ რწმენაზე იგი მას შემდეგ მოიქცა, რაც ვინმე მონაზვნის, სახელად ლუკიანეს, მცირე ქველსაქმე იხილა — ლუკიანემ თავისი სამოსი მისცა გლახაკს. მონაზვნის მოწყალებით გაოცებულმა ეპიფანემ სთხოვა მას ქრისტეს მოძღვრება ესწავლებინა მისთვის. ამის შემდეგ მან წმიდა ნათელიც მიიღო მისი ხელიდან და იმ მონასტერში წავიდა, რომელიც მისი მოძღვრის ლუკიანეს მიერ იყო დაარსებული. ის ფარულად წავიდა პათიის უდაბნოში დიდ მოღვაწე ილარიონთან, რომლის ხელმძღვანელობითაც იგი თავის სიჭაბუკის წლებში მოსაგრეობდა. წმიდანებმა ორი თვე გაატარეს ერთობლივ ლოცვა-ვედრებაში, რის შემდეგაც წმიდა ილარიონმა სალამინში გაგზავნა წმიდა ეპიფანე. იქ ეპისკოპოსები შეკრებილიყვნენ, რათა ახალი მწყემსთმთავარი ამოერჩიათ გარდაცვლილის სანაცვლოდ. უხუცეს ეპისკოპოსს, პაპიოსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ამ ქალაქში ეხლახანს ჩამოსული ბერი ეპიფანე. როცა იგი მოძებნეს, წმიდა პაპიოსმა ეკლესიაში შეიყვანა წმიდანი და აქ ეპიფანე იძულებული გახდა ეპისკოპოსთა კრების ნებას დამორჩილებოდა. ასე მოხდა წმიდა ეპიფანეს აყვანა სალამინის საეპისკოპოსო კათედრაზე, დაახლოებით 367 წელს.

მღვდელმთავარი საბიანე, ეპისკოპოსი კიპროსისა, დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა ცნობილი მოღვაწის, ღირსი ეპიფანე კვიპრელის შესახებ შეიტყო, საბიანე მასთან გაეშურა და ბერად აღიკვეცა მისი ხელით. ხუთი წლის განმავლობაში მოსაგრეობდა იგი ღირს ეპიფანესთან ერთად უდაბნოში. წმიდა მღვდელმთავარი საბიანე ხანშიშესული გარდაიცვალა, V საუკუნის შუა წლებში.

დაიბადნენ:

1599 — ოლივერ კრომველი, ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე, ლორდ-პროტექტორი გარდაიცვალა 1658 წელს.

1696 — ვახუშტი ბაგრატიონი, ქართველი გეოგრაფი, კარტოგრაფი და ისტორიკოსი.

1802 — იოჰან ფრიდრიხ ბრანდტი, ზოოლოგი, 1876 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გარდაიცვალა 1879 წელს.

1803 — რალფ ემერსონი, ამერიკელი ფილოსოფოსი, პოეტი. გარდაიცვალა 1882 წელს.

1884 — ჟან რიშარ ბლოკი, ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1947 წელს.

გარდაიცვალნენ:

1681 — კალდერონ დე ლა ბარკა, ესპანელი დრამატურგი.

1911 — ვასილი კლუჩევსკი, რუსი ისტორიკოსი.

მოვლენები:

ჩვ.წ.აღ-მდე 5493 — ალექსანდრიული ქრონოლოგია ამ დღეს სამყაროს შექმნის დღედ მიიჩნევდა.

1895 — ოსკარ უაილდი ლონდონის სასამართლოში გაასამართლეს ამორალური საქციელის გამო და რედინგის ციხეში ჩასვეს.

1946 — იორდანიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1963 — ადის-აბებაში დაარსდა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია.

ღირსსახსოვარი დღეები:

აფრიკის განთავისუფლების დღე

იორდანია — დამოუკიდებლობის დღე.

სუდანი — რევოლუციის დღე.

დიდი ბრიტანეთი – აღინიშნება გაზაფხულის დასრულება.