უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 მარტი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 25 მარტი

წლის 85-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 281 დღე.

საეკლესიო კალენდარი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.); წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა (1289); წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა (604); ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (818); მართლისა ფინეზისა (1500 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა (1021).

დაიბადნენ:

1751 _ პიეტრო დი გოტარდო გონზაგო, იტალიელი ფერმწერი, თეატრის დეკორატორი და არქიტექტორი. გარდაიცვალა 1831 წელს.

1767 _ იოჰან მიურატი, საფრანგეთის სამხედრო მოღვაწე, ნეაპოლის მეფე. 1800 წელს ცოლად შეირთო ნაპოლეონის და კაროლინა. გარდაიცვალა 1815 წელს.

1881 _ ბელა ბარტოკი, უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე-ფოლკლორისტი. გარდაიცვალა 1945 წელს.

1909 _ მიხეილ ჩიქოვანი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი.

1911 _ ვალერიან შერპილოვი, ფერმწერი‚ თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1912 _ ჟან ვილარი, ფრანგი მსახიობი და რეჟისორი. 1967 წელს იგი მსახიობთა ჯგუფთან ერთად ეწვია თბილისს. გარდაიცვალა 1971 წელს.

1924 _ ვახტანგ ბოჭორიშვილი, ექიმი, აკადემიკოსი, პარლამენტარი. გარდაიცვალა 2002 წელს.

1932 _ მიხეილ ხერგიანი, მთამსვლელი, `კლდის ვეფხვად” წოდებული. გარდაიცვალა 1969 წელს.

1941 _ თემო გოცაძე, მხატვარი.

1955 _ ვლადიმერ პაპავა, ეკონომისტი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ-ს რექტორი

1958 _ გიორგი მარგველაშვილი, რეჟისორი, პედაგოგი.

1963 _ დავით არუთინოვი-ჯინჭარაძე, მუსიკათმცოდნე, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

გარდაიცვალნენ:

1918 _ კლოდ დებიუსი, ფრანგი კომპოზიტორი.

1919 _ ვილჰელმ ლემბრუკი, გერმანელი მოქანდაკე.

1965 _ სანდრო ეული (ალექსანდრე ქორიძე), პოეტი.

მოვლენები:

1625 – გაიმართა მარტყოფის ბრძოლა ქართლ-კახეთის ლაშქარსა და ყიზილბაშ დამპყრობთა შორის. ქართველთა ჯარმა გიორგი სააკაძის მეთაურობით მტერი დაამარცხა.

1669 _ სიცილიაში ეტნას ამოფრქვევის შედეგად განადგურდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი.

1821 _ დაიწყო ბერძნების ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა თურქთა ბატონობის წინააღმდეგ.

1821 _ გამოცხადდა საბერძნეთის დამოუკიდებლობა.

1917 _ აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია.

1957 _ ევროპის ექვსმა ქვეყანამ (საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, დასავლეთი გერმანია, იტალია და ნიდერლანდები) ხელი მოაწერეს რომის ხელშეკრულებას ევროპის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ.

1975 _ ერ-რიადში მოკლეს საუდის არაბეთის მეფე ფეისალი.

1990 _ დიდი ხანძარი ნიუ-იორკის დისკოთეკაზე Hაპპყ Lანდ‚ სადაც დაიწვა 187 ადამიანი.

1995 _ სანიმუშო ყოფაქცევისთვის‚ ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მსოფლიო ჩემპიონი კრივში მაიკ ტაისონი. იგი სასჯელს იხდიდა გაუპატიურებისთვის.

2000 _ გაეროს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობამ 2000 წლისთვის 6 მილიარდს გადააჭარბა.

ღირსსახსოვარი დღეები:

საბერძნეთი _ დამოუკიდებლობის დღე

კიპროსი _ დამოუკიდებლობის დღე

აშშ – მერილენდის დღე

ლატვია – კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019