უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 ოქტომბერი, 2020 09:28
font-size

დღის კალენდარი - 25 ოქტომბერი

წლის 299-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 67 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელი ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (დაახლ. 787); მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტურელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 400); დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა (48).

დაიბადნენ:

1825 _ იოჰან შტრაუსი, ავსტრიელი კომპოზიტორი, ვალსის მეფე, გარდაიცვალა 1899 წელს.

1838 _ ჟორჟ ბიზე, ფრანგი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1875 წელს.

1877 _ ჰენრი ნორის რუსელი, ამერიკელი ასტრონომი, გარდაიცვალა 1957 წელს.

1881 _ პაბლო პიკასო, ესპანელი მხატვარი, გარდაიცვალა 1973 წელს.

1906 _ გიორგი საღარაძე, მსახიობი, გარდაიცვალა 1980 წელს.

1920 _ მარინე თბილელი, საქართველოს სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 2002 წელს.

1924 _ ზურაბ კიკალეიშვილი, ბალეტმეისტერი, პედაგოგი.

1926 _ ავთანდილ ვარაზი, ცნობილი მხატვარი, გარდაიცვალა 1977 წელს.

გარდაიცვალნენ:

1846 _ თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი), მწერალი და მეცნიერი, დაიბადა 1782 წელს.

1400 _ ჯეფრი ჩოსერი, ინგლისელი მწერალი, დაიბადა 1343 წელს.

1647 _ ევანჯელისტა ტორიჩელი, იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, დაიბადა 1608 წელს.

მოვლენები:

1671 წელი — ჯიოვანი კასინიმ სატურნის თანამგზავრი იაფეტი აღმოაჩინა.

1825 წელი — აშშ-ში აიგო ერის არხი, რითაც დიდი ტბები მდ. ჰუძონის მეშვეობით ნიუ-იორკს დაუკავშირდა.

1924 წელი — ჩინეთის პრეზიდენტი ჩაო კუნი თანამდებობიდან გადადგა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ქალთა მშვიდობისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღე.
ლიტვა — კონსტიტუციის დღე
ყაზახეთი — დამოუკიდებლობი დღე
ტაივანი — ქვეყნის აღდგენის დღე
ახალი ზელანდია — შრომის დღე.