უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

25 თებერვალი, 2020 10:20
font-size

დღის კალენდარი _ 25 თებერვალი

წლის 56-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 309 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; ღირსმოწამეთა: პროხორე ქართველისა (1066), ლუკა იერუსალიმელისა (1273-1277), მოწამისა ნიკოლოზ დვალისა (1314), და იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IVXVIII); მელტტი დიდისა, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა (მარინოსისა) და მამისა მისისა ევგენისა (VI); ანტონი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (901); ალექსი მოსკოველი მიტროპოლიტისა, სასწაულმოქმედისა (1378); ახალმოწამისა ქრესტოს მებაღისა (1748).

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად ათონის წმიდა მთაზეა დაცული, IX საუკუნეში ერთი ღვთისმოშიში ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო, რომელიც ქალაქ ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა. იმპერატორ თეოფილეს დროს ხატმბრძოლი მწვალებლები, რომლებიც ყველგან დაეძებდნენ წმიდა ხატებს და ანადგურებდნენ მათ, ამ ქრისტიანი ქალის სახლშიც მივიდნენ და ერთ-ერთმა მხედარმა შუბი აძგერა ღვთისმშობლის ხატს. ხატის დაზიანებული ადგილიდან სისხლმა მაშინვე დაიწყო დენა. მასპინძელი, იმის შიშით, რომ უარესი რამ არ დაეწიათ ოჯახის ამ სიწმიდისათვის, ფულს შეპირდა იმპერატორის მხედრებს და სთხოვა მათ, დილამდე ხელი არ ეხლოთ ხატისათვის. როცა ისინი წავიდნენ, დედაკაცმა თავის ძესთან ერთად (შემდეგში იგი ათონის მთაზე იყო ბერად), წმიდა ხატი ზღვაში ჩააგდო, რათა ამით მაინც ეხსნა განადგურებისაგან. ზღვის ტალღებზე დამდგარმა ხატმა ათონის მთას მიაღწია. ათონელი ბერები რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდნენ ზღვიდან ცამდე აღმავალ სვეტს ცეცხლისას. როცა ისინი ნაპირთან მივიდნენ, ზღვის ტალღებზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იხილეს. ლოცვის შემდეგ, რომლითაც ბერები მონასტრისადმი ამ ხატის ბოძებას ევედრნენ უფალს, ათონის ივერთა მონასტრის კეთილმსახურმა ბერმა, წმიდა გაბრიელ ქართველმა, ღვთის ბრძანებით, რომელიც ძილში გამოეცხადა მას, დაუბრკოლებლად გაიარა ზღვის ტალღებზე, აიღო სავანის წმიდა ხატი და სავანის ტაძარში დაასვენა. მაგრამ მეორე დღეს ხატი ტაძარში კი აღარ ნახეს, არამედ სავანის კარიბჭეზე. ასე განმეორდა რამდენჯერმე, სანამ წმიდა გაბრიელს კვლავ არ გამოეცხადა ყოვლადწმიდა ქალწული და თავისი ნება არ ამცნო მას: დაფარულ ხატად ყოფნა კი არ მსურს, არამედ თქვენს მფარველადო. ამის შემდეგ ბერებმა მონასტრის კარიბჭეზე დაჰკიდეს და ამიტომაა, რომ წმიდა ხატი კარიბჭის ხატად არის წოდებული.

დაიბადნენ:

1841 – პიერ ოგიუსტ რენუარი, ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1919 წელს.
1871 _ ლესია უკრაინკა, უკრაინელი პოეტი. გარდაიცვალა 1913 წელს.

1880 _ ევგენი პახომოვი, ნუმიზმატი, აღმოსავლური და ქართული ნუმიზმატიკის მკვლევარი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1901 – პანტელეიმონ ბერაძე, მთარგმნელი, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, პროფესორი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1917 – ენტონი ბარჯესი (ჯონ ენტონი ბარჯეს ვილსონი), ინგლისელი მწერალი, კრიტიკოსი და კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1993 წელს.

1927 _ ელგუჯა ბერძენიშვილი, მხატვარი.

1930 – ვაჟა ოკუჯავა, ნეიროფიზიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1941 – ზურაბ კანდელაკი, რეჟისორი, რადიოდრამატურგი.

1944 – გიორგი (გოგი) წერეთელი, მხატვარი.

1943 – ჯორჯ ჰარისონი, ჯგუფ „ბითლზის“ წევრი.

გარდაიცვალნენ:

1547 – ვიქტორია კოლონა, იტალიელი პოეტი.

1947 – ფრიდრიხ პაშენი, გერმანელი ფიზიკოსი.

1983 – ტენესი ვილიამსი, ამერიკელი დრამატურგი.

მოვლენები:

1784 – მილანის მახლობლად, მონკუკოში (იტალია), პაოლო ანდრეანმა და ძმებმა გერლებმა პირველად იფრინეს საჰაერო ბურთით.

1836 – სემუელ კოლტმა დააპატენტა 45 კალიბრის ექვსვაზნიანი რევოლვერი.

1848 – გამოცხადდა საფრანგეთის რესპუბლიკა (მე-2 რესპუბლიკა).

1921 – ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

1925 – ქურთებმა დაიწყეს თურქების წინააღმდეგ აჯანყება.

1928 – ვაშინგტონში ჩარლზ ჯენკინსის ლაბორატორიამ მიიღო პირველი სატელევიზიო ლიცენზია.

1961 – ერთადგილიანი თვითმფრინავებისათვის პოლ ბიკლმა სიმაღლის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 12.894 მ სიმაღლეს მიაღწია.

ღირსსახსოვარი დღეები:

კუვეიტი – ეროვნული დღე

სურინამი – განთავისუფლების დღე

ფილიპინები – სახალხო ხელისუფლების დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`