უახლესი ამბები
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
- 02.03.2021 16:00ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
- 02.03.2021 16:00ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება
- 02.03.2021 14:55ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი
- 02.03.2021 14:55ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს - ირაკლი ღარიბაშვილი
- 02.03.2021 14:55ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშლის ვიზიტმა დაადასტურა - დავით ზალკალიანი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 26 იანვარი
წლის მე-26 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 339 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წმიდა მოწამეთა ერმილესი და სტრატონიკესი (დაახლ. 315), პეტრე ანელისა (309-310); ღირსი იაკობ ნაზიბიელ ეპისკოპოსისა (350).; მოწამისა ათანასესი, პახიმისა, პაპირინესი, მაქსიმე კავსოკალიბელისა ათონელისა (1320); ჰილარისა პიქტაიველი ეპისკოპოსისა (IV); კენტიგერნუსისა, გლაზგოს ეპისკოპოსისა (VII).
წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე, წარმოშობით სლავები, მეგობრები იყვნენ. ისინი ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის დროს ცხოვრობდნენ. წმინდა ერმილე დიაკვნად მსახურობდა ქალაქ სინგიდონში. იმპერატორის ბრძანებით ქრისტეს სახელის აღიარებისათვის იგი დიდხანს იყო საპყრობილეში, რის შემდეგაც სასტიკად აწამეს. წმიდა სტრატონიკე კი, რომელიც ფარულად აღიარებდა ქრისტეს, იმ საპყრობილეში იყო ზედამხედველად, სადაც მოწამე ერმილე ჰყავდათ დატყვევებული. თავისი მეგობრის საშინელი ტანჯვის ხილვაზე მან ცრემლები ვერ შეიკავა და გაამჟღავნა თავისი ქრისტიანობა, ამის გამო ისიც აწამეს.
ღირსი იაკობი, ეპისკოპოსი ნიზიბიისა, გეთალის მთავრის ძე იყო და კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. სიჭაბუკიდანვე შეუყვარდა მას განმარტოება და შემდეგ დიდხანს ცხოვრობდა მარტო ქალაქ ნიზიბიის მახლობლად მდებარე მთებში, სადაც მკაცრ ღვაწლთ ეწეოდა. ცხოვრობდა ღია ცის ქვეშ. საზრდოობდა ხის ნაყოფითა და მცენარეებით, სამოსად კი მხოლოდ ცხვრის ტყავს ატარებდა. მთელ დროს იაკობი ღმერთთან ლოცვით საუბარში ატარებდა. იმპერატორ მაქსიმიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს იგი ჭეშმარიტი რწმენის მხნე აღიარებით განიდიდა. წმიდა იაკობი მშვიდობით აღესრულა დაახლოებით 350 წელს.
დაიბადნენ:
1714 – ჟან ბატისტ პიგალი, ფრანგი მოქანდაკე.
1804 – ეჟენ სიუ, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1857 წელს.
1907 – ფრანს სელიე, კანადელი ბიოლოგი, ფიზიოლოგი და ფსიქოლოგი. მან ჩამოაყალიბა სტრესის კონცეფცია, გარდაიცვალა 1982 წელს.
1910 – ელმარ კლოსი, ჩეხი კინორეჟისორი. გარდაიცვალა 1993 წელს.
1918 – ნიკოლაუ ჩაუშესკუ, რუმინეთის ექსდიქტატორი. დახვრიტეს 1989 წელს.
1925 – პოლ ნიუმენი, ამერიკელი მსახიობი.
1925 – ლევან სანიკიძე, მწერალი, ისტორიკოსი. გარდაიცვალა 2002 წელს.
1933 – ელდარ შენგელაია, რეჟისორი.
გარდაიცვალნენ:
1831 – ანტონ დელვიგი, რუსი პოეტი, ალექსანდრ პუშკინის მეგობარი.
1870 – ჩეზარე პუნი, იტალიელი კომპოზიტორი.
1891 – ნიკოლაუს ოტო, გერმანელი კონსტრუქტორი.
1892 – უოლტ უიტმენი, ამერიკელი პოეტი.
მოვლენები:
1500 – ესპანელმა მეზღვაურმა ვინსენტ პინსონმა ბრაზილიის ტერიტორია აღმოაჩინა.
1797 – რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ხელი მოაწერეს პეტერბურგის კონვენციას პოლონეთის მესამედ გაყოფაზე.
1841 – ჰონგკონგი ბრიტანეთის ტერიტორიად გამოცხადდა.
1855 – სარდინია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.
1855 – გაიმართა რუსეთ-იაპონიის პირველი მოლაპარაკება.
1944 – არგენტინამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა გერმანიასთან.
1949 – ინდოეთში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია.
ღირსსახსოვარი დღეები:
კუვეიტი — განთავისუფლების დღე;
დომინიკის რესპუბლიკა — დუარტეს დღე;
ინდოეთი — რესპუბლიკის დღე;
საბერძნეთი — „მაძღარი მუცლის“ დღე;
ბულგარეთი — წმიდა ელიზარის დღე.