უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

26 ივნისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 26 ივნისი

წლის 167-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 198 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716); ქალწულმოწამისა აკვილინასი (293); ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370); ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-303); ანტ იპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა; ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX).

წმიდა წამებული აკვილინა ფინიკიის ქალაქ ბიბლოსის მკვიდრი იყო. იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი შეიპყრეს და აწამეს. ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას წმიდანის ცხედარი. მოგვიანებით კი მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დაასვენეს.

ღირსი დედა ანნა და მისი ვაჟი წმიდა იოანე ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. წმიდა ანნა კონსტანტინეპოლის ვალაქერის ეკლესიის დიაკვნის ასული იყო. ქმრის სიკვიდილის შემდეგ, მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ანნა თავის ვაჟთან, წმიდა იოანესთან ერთად ოლიმპის მთასთან, ბეთანიის ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა და ბერულ ცხოვრებას ეწეოდა. წმიდა ანნა კონსტანტინეპოლში 826 წელს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1892 _ პერლ ბაკი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1898 _ ვილი მესერშმიტი, გერმანელი ავიაკონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1978 წელს.

1928 _ თენგიზ ონიანი, ნეიროფიზიოლოგი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1836 _ კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილი, ფრანგი სამხედრო ინჟინერი, კომპოზიტორი, საფრანგეთის ეროვნული ჰიმნის `მარსელიეზას” ავტორი.

1943 _ კარლ ლანდშტეინერი, ავსტრიელი იმუნოლოგი, აღმოაჩინა ადამიანის სისხლის ჯგუფები, ხოლო 1940 წელს _ რეზუს-ფაქტორი. ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1945 წელი _ სან-ფრანცისკოში 50 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს გაეროს წესდებას, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 24 ოქტომბერს. შეიქმნა გაერო.

1976 წელი _ ტორონტოში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა _ ჩანადიან ატიონალ თოწერ, რომლის სიმაღლეც 553,34 მეტრია.

1988 წელი _ ამ წლიდან გაეროს გადაწყვეტილებით აღინიშნება ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

1988 წელი _ ამერიკელმა ლარი ტიუდორმა დელტაპლანით სიმაღლის რეკორდი დაამყარა _ 4343,4 მეტრი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.

სამხრეთ აფრიკის თავისუფლების დღე.

მადაგასკარი _ დამოუკიდებლობის დღე.

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს